საჩუქრის პრეზენტაციამდე მისტერ ბერლინმა ოთახში ფარული კამერა დააყენა ერნსტ ბერლინი საკმაოდ კრეატიულად მიუდგა ცოლის დაბადების დღის აღნიშვნის საკითხს. მან 23 მხატვრის დახმარებით მართლაც დაუვიწყარი საჩუქარი შექმნა.
აუცილებელი არ არის, თავად ხატავდე, რომ საყვარელი ცოლი რომანტიკული სიურპრიზით გაახარო. ახალგაზრდა მამამ სოციალურ ქსელში განათავსა თავისი ოჯახური ფოტოები – ცოლის და 8 თვის ვაჟი ჯეიკობის. მერე კი სხვადასხვა მხატვარს სთხოვა, მათი პორტრეტები დაეხატათ, ყველას თავისი ინდივიდუალური სტილით. სხვათა შორის, ყველა მხატვარმა უსასყიდლოდ შეასრულა თხოვნა.
საჩუქრის პრეზენტაციამდე მისტერ ბერლინმა ოთახში ფარული კამერა დააყენა. ბედნიერი აგნესი სიხარულისგან ატირდა.