"ბნელოდა, ციოდა... მაგრამ ნიკო გვყავდა და ჩვენ სამს ერთმანეთი გვყოფნიდა" თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში მეუღლისა და შვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც აქტიურად აიტაცა ინტერნეტმომხმარებელმა. ფოტოზე ახალგაზრდა მამა, ირაკლი ალასანია თავის ბიჭუნას აბანავებს. ფოტოს ამდენი ემოცია, სავარაუდოდ, იმის გამოც მოჰყვა, რომ ირაკლი ძალიან ახალგაზრდაა და თავადაც ბავშვს ჰგავს.
ირაკლი ალასანია 18 წლის იყო, როცა ცოლად ნათია ფანჯიკიძე შეირთო.
"ქორწილი არ გვქონდა - მამებმა, თბილისის ომით შოკირებულებმა, ვერ ვიზეიმებთო.
ბნელოდა, ციოდა... მაგრამ ნიკო გვყავდა და ჩვენ სამს ერთმანეთი გვყოფნიდა.
მერე ომში წავიდნენ. ირაკლი (18 წლის) ჭუბერის გზით დაბრუნდა. მამამისი დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს 27 მისნაირ შეუპოვართან ერთად" - წერს ნათია ფანჯიკიძე.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. აი, როგორ გამოიყურებიან დღეს ალასანიას შვილები.