ინტერნეტ-მამა - ვინ არის კაცი, რომელიც ასობით ათას ბავშვს უწევს მამობას
ამერიკელ რობ კენის უამრავი ადამიანი იცნობს. ის ასობით ათასი ბავშვისთვის იქცა ინტერნეტ-მამად. თავად უმამოდ გაზრდილმა გადაწყვიტა, იუთუბ-არხი შეექმნა მარტივი ინსტრუქციებით იმ ბავშვებისთვის, ვინც უმამოდ იზრდება. არხს ასე ჰქვია: "მამა, ეს როგორ გავაკეთო?" (Dad, how do I?) 
mshoblebi
რობი ყველაფეზე საუბრობს - როგორ დააუთოვონ პერანგი, შეიკრან ჰალსტუხი, გაასუფთავონ ნიჟარა, მიაჭედონ თარო, გაიპარსონ წვერი და ა.შ. ყველა რგოლის ბოლოს მოსიყვარულე მამასავით ამატებს მნიშვნელოვან სიტყვებს: "მე ვამაყობ შენით!".
mshoblebi
თავად უკვე გაზარდა ორი შვილი, ახლა ბევრი დრო აქვს და მას უთმობს სხვა ბავშვებს.
1961
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი