სიახლე, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება ეს სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია ყველაზე პოპულარული, მანამდე ის ამერიკაში გამოსცადეს ერთეულებმა. მამაკაცებს აძლევენ საშუალებას გამოსცადონ ის ტკივილი, რასაც ქალი მშობიარობისას განიცდის. ჩინეთში საგანგებო აქციაც ჩაატარეს, რაც ნოვატორთა აზრით, ჩინელი დედების მხარდასაჭერად არის მიმართული და ამიტომაც სავსებით უფასოა. მამაკაცების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან – ერთმანეთის მიყოლებით მიდიან "გამოცდაზე" და განიცდიან ტკივილებს.
როგორ ხდება ამ ტკივილის შეგრძნება? მუცელზე მაგრდება გადამცემები, რომლებიც ელექტროიმპულსებს გადასცემენ. ჯერ ადამიანი უმნიშვნელო ჩხვლეტას გრძნობს, თუმცა ყოველ წუთს ექიმი ძაბვას ზრდის. ბოლო – მე-12 დონეზე – ტკივილი უკვე სამშობიარო შეტევების ანალოგიურია. ცოლები გაღიმებულები უყურებენ ტკივილისგან გაფითრებულ ქმრებს.
"სიტყვებით ვერ აღწერ, ეს ნამდვილი წამებაა. ახლა ვიცი, რა მძიმეა ბავშვის გაჩენა. ასე რომ, ალბათ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საყვარელ ცოლებზე", - ამბობს ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე.
"ახლა ჩემს ქმარს უფრო დავუახლოვდი. კაცებს რატომღაც არ ესმით, რა არის მშობიარობა. მათთვის ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და მარტივია, არადა, ასე არ არის", - კვერს უკრავს მას ცოლი.
მამაკაცებისდა სასიხარულოდ, ექსპერიმენტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება. ზოგიერთი 5 წამსაც ვერ უძლებს. არადა, ნამდვილ შეტევებს და ტკივილებს ქალები ხანდახან საათობით იტანენ.
თქვენ გამოცდიდით ამ ტკივილს, საშუალება რომ გქონდეთ და თქვენი ცოლის ადგილას დააყენებდით თავს?