სულის შემძვრელი ისტორია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა ხშირად საუბრობენ, რომ დედის სიყვარულზე ძლიერი არაფერია. მაგრამ ხანდახან მამობრივი სიყვარულის ძალამ მართლაც საზღვრები არ იცის. მოსიყვარულე მშობლები მზად არიან, ყველაფერი გაიღონ, რომ შვილის სიცოცხლე გადაარჩინონ.
მიხეილ აბროსიმოვი წარმატებული ექიმი-ტრავმატოლოგია ერთ-ერთ მოსკოვურ პოლიკლინიკაში, რომელიც ცოლთან ერთად ზრდის ვაჟს. საექიმო პრაქტიკის დროს არაერთხელ ჰქონია ისეთი სიტუაციები, როცა პაციენტის ცხოვრება ბეწვზე ეკიდა. თუმცა ვერავინ ივარაუდებდა, რომ მალე სიცოცხლისთვის მებრძოლ პაციენტებს შორის თავადაც აღმოჩნდებოდა.
17 იანვარს, გამთენიისას, მათ ოჯახში საშინელი ხანძარი მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე. როგორც კი სახლში ცეცხლი გაჩნდა, კაცი საძინებლისკენ გავარდა, სადაც მის ცოლ-შვილს ეძინა. შეშინებული ქალი გარეთ გამოვარდა, მამა-შვილი კი საძინებელში აღმოჩნდა გამოკეტილი. ოთხი წლის ბიჭი შიშისგან დამალულიყო და მამამ ძლივს იპოვა, ამასობაში კი საძინმებლიდან გამოსასვლელი ცეცხლის ალში იყო გახვეული და შეუძლებელი იყო გამოსვლა. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – ან იქ დარჩენილიყვნენ და სიკვდილს დალოდებოდნენ, ან ფანჯრიდან გადმომხტარიყვნენ გადარჩენის იმედით.
მამაცმა მამამ გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად გადაერჩინა შვილი, სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა და პრაქტიკულად პარაშუტად იქცა თავისი ბავშვისთვის – მე-7 სართულიდან მასთან ერთად გადმოხტა...
საბედნიეროდ, მამა-შვილი ბალახიან გაზონზე დაეცა, რიტაც სიცოცხლე გადაირჩინეს. ბავშვი ზემოდან დაეცა მამას. ამის წყალობით შედარებით მსუბუქი მდგომარეობა აქვს – მცირე მოტეხილობებისა და ტრავმების მიუხედავად ექიმები ამბობენ, რომ ის გადარჩება. მამა კი გაცილებით მძიმედ არის. მას შინაგანი ორგანოებიც დაუზიანდა და რეანიმაციაში წევს. ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ჯერჯერობით საიმედოს ვერაფერს ამბობენ.
მიხეილს მეგობრები, ექიმები დაუდგნენ გვერდით. ფულს აგროვებენ მის გადასარჩენად, სოციალურ ქსელში აქტიურობენ, მას არაერთი ოპერაცია სჭირდება, რომ ისევ დადგეს ფეხზე და საყვარელ ოჯახთან ერთად გაატაროს დრო.