რაზე არ წავა მშობელი, რომ თავისი შვილის ბავშვობის წლები სამუდამოდ დაიხსომოს რაზე არ წავა მშობელი, რომ თავისი შვილის ბავშვობის წლები სამუდამოდ დაიხსომოს. მშობლები ამას ძირითადად ფოტო და ვიდეოგადაღებებით აკეთებენ, ბავშვების ადრეული შემოქმედების ნიმუშები კი საქაღალდეებში ინახება ხოლმე და თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ მამამ თავისებური მიდგომა იპოვა და გადაწყვიტა, შვილის ნახატები საკუთარ სხეულზე ამოისვირინგოს. საკმაოდ ორიგინალური და უცნაურია, არა?
კიტ ანდერსონი კანადაში ცხოვრობს. პირველად რომ გაიკეთა ტატუ, მისი შვილი ოთხი წლის იყო და ბავშვის პირველი ნახატი ამოისვირინგა.
მას მერე ყოველ წელს თითო ნახატი გადააქვს სხეულზე. "მანამდე გავაგრძელებ, სანამ ჩემს შვილს არ მობეზრდება", - ამბობს კიტი.
სხვათა შორის, მისი შვილი არა მხოლოდ ნახატების ავტორია, ბოლო დროს ტატუს გაკეთებაც ისწავლა და თვითონ უხატავს მამას სხეულს.