ბექჰემმა იმაზეც ისაუბრა, როგორია იყო მრავალშვილიანი მამა და რატომ აქციეს შვილებმა ტაქსისტად ერთ-ერთ შოუში ვიზიტის დროს ცნობილმა ფეხბურთელმა მამობის სიამეებზე ისაუბრა. სუპერვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე მოდური და სასურველი მამაკაცია, თუმცა ოჯახში ახერხებს, კარგი ქმარი და კარგი მამა იყოს.
"ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა ჰარპერმა ერთხელ, როცა აბაზანაში ვაბანავებდი, უცებ გამომიცხადა: "მამა, ისე მიყვარხარ, მაგრამ არ მომწონხარ, იმიტომ, რომ პუტკუნა ხარ!" მართალია, არ ვფიქრობ, რომ პუტკუნა ვარ, მაგრამ ცოტა შევავლე თავს ხელი ამ სიტყვების შემდეგ", - ამბობს დევიდი.
მას ოთხი შვილი ჰყავს - 15 წლის ბრუკლინი, 13 წლის რომეო, 9 წლის კრუზი და 3 წლის ჰარპერი. მას მერე, რაც პროფესიონალური ფეხბურთიდან წავიდა, მეტ დროს უთმობს ბავშვებს და თავად დაატარებს სკოლაში.
"ტაქსისტად გადავიქეცი. ბავშვებს სხვადასხვა სკოლაში დავატარებ და მერე უკან მომყავს, ასევე დამყავს საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშზე".
დევიდი გამოტყდა, რომ მის უფროს შვილებს ცოტა რცხვენიათ ცნობილი მამის. ეწინააღმდეგებიან, როცა დევიდი საჯაროდ ცდილობს მათ კოცნას, ბრუკლინი იმასაც კი სთხოვს, რომ სკოლაში არ ატაროს. "ცოტა ხნის წინ მითხრა, კუთხეში ჩამომსვიო, რომ მარტო მისულიყო სკოლამდე. ასე გავაკეთე, მაგრამ მერე, სკოლას რომ ჩავუარე, ფანჯარა გავაღე და ხმამაღლა ვიყვირე: "ბრუკლინ, მიყვარხარ!" მე მგონი, დიდად კმაყოფილი არ დარჩა", - აღიარებს დევიდი.