სახლიდან გამოდი ისეთ ფორმაში, რომ ყოველთვის მზად იყო შენი ცხოვრების თანამგზავრთან შესახვედრად ერთმა ახალგაზრდა მამამ არ დაიზარა და შეადგინა ჩამონათვალი იმ რჩევებისა, რომლებიც სურდა მოესმინა თავისი მამისაგან და იმავეს ასწავლიდა თავის შვილს:
1) თუ ეჭვი გეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, მოიქეცი ისე, თითქოს დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, დროთა განმავლობაში ეჭვიც გაქრება.
2) ადამიანი შეაფასე იმ საზომით, რა ფასეულობებიც მისთვის მნიშვენელოვანია.
3) ყოველთვის აკონტროლე საკუთარი ჟესტიკულაცია.
4) ფეხზე წამოდექი, როდესაც ხელს გაუწვდი ვინმეს.
5) გაასესხე იმ რაოდენობის თანხა, რომელსაც შინაგანად შეძლებ „დაემშვიდობო“ სამუდამოდ.
6) მოისმინე მეტი, ილაპარაკე ცოტა. ხალხს უყვარს, როდესაც უსმენენ.
7) იპოვე ისეთი საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს და შეეცადე ამით ფული გამოიმუშაო.
8) წარმატებას უყვარს მომზადებული ადამიანები.
9) შეიძინე მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტები.
10) მამაკაცს უნდა შეეძლოს დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ სხვაც.
11) სიარულის დროს თავი ასწიე და იყურე პირდაპირ, და არა ფეხებქვეშ.
12) ეცადე გაიცნო ისეთი გოგონები, რომლებსაც თვლი, რომ შენზე მეტი დონის არიან. შენ გაკვირვებული დარჩები.
13) ნუ შეგეშინდება ისეთი გადაწყვეტილების მიღების, რომელიც შენს მომავალს საინტერესოს გახდის.
14) არ დაკავდე სექსით იმ ადამიანთან, რომელსაც არ უნდა შენთან ისევე, როგორც შენ.
15) არ დაარტყა ადამიანს მანამ, სანამ ის შენთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
16) ნებისმიერ თავსაბურავს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სარგებლობა.
17) არასოდეს დაარტყა ქალს - ნერვები მოგეშალა? უბრალოდ გაეცალე.
18) ყველაზე კარგი შესახედია კარგად მორგებული პიჯაკი.
19) ისწავლე სწორად გაპარსვა.
20) ყოველთვის თვალებში უყურე იმ ადამიანს, ვისაც ესაუბრები.
21) სპორტი დიდ ბედნიერებას მოგანიჭებს.
22) მამაკაცი ჯერ იხეხავს კბილებს, ხოლო შემდეგ იკეთებს ჰალსტუხს.
23) თავის თავში დარწმუნებულ მამაკაცებს ქალები სექსუალურებად მიიჩნევენ.
24) ყოველთვის გადაინახე ნაწილი შენი ხელფასიდან.
25) მოიკითხე მშობლები კვირაში ერთხელ მაინც.
26) არ იხმარო ჰაალსტუხი, რომელსაც რეზინის შესაკრავი აქვს.
27) ხელი ჩამოართვი თავდაჯერებით და ძლიერად, ოღონდ არ ატკინო.
28) მოიწონე გოგონას ფეხსაცმელი და მისი გემოვნება.
29) არ დატოვო ლუდიანი ჭიქა ნახევრად დაცლილი.
30) არ დაამცირო არავინ.
31) ნუ აიძულებ პატარა “თავს“, იფიქროს დიდის საფიქრალი.
32) პატივი ეცი ადამიანებს ერთნაირად, მათი სოციალური სტატუსის გათვალისწინების გარეშე.
33) საუკეთესო, რაც შეგიძლია გამოიმუშაო, არის პასუხისმგებლობის გრძნობა. ზოგჯერ ხდება უსიამოვნებები, შენი ამოცანაა - წარმატებით გადალახო ისინი.
34) არასდროს იწუწუნო. ეს არ გადაგიჭრის პრობლემებს და არც დააჩქარებს შენს მიღწევებს.
35) სახლიდან გამოდი ისეთ ფორმაში, რომ ყოველთვის მზად იყო შენი ცხოვრების თანამგზავრთან შესახვედრად.
36) ვინც პირველი გამოვა მწყობრიდან - წაგებულია.
37) არასოდეს შეიცვალო იმიტომ, რომ გააბედნიერო სხვა, იმ გამონაკლისის გარდა, როცა ის "სხვა" შენ იქნები.
38) თუ ოთახში შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, ესე იგი შენ სხვა ოთახში ხარ.
39) დაკავდი ცხოვრებაში იმით, რაც შენთვის საინტერესოა, მაგრამ ეცადე ამ საქმეში საუკეთესო იყო.
40) ჯერ არავის არ უნანია, რომ ცხოვრებაში ცოტა იმუშავა. დატკბი და ისიამოვნე ცხოვრებით.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ