"მინდა, რომ მარტოხელა მამებმა ხელი არ ჩაიქნიონ. უძილო ღამეები, სველი საფენები და სხვა უსიამოვნებები მარადიულად არ გაგრძელდება... მარტოხელა მამობა საკმაოდ რთულია, თუმცა ამერიკელი გრეგ ვიკჰერსი შესანიშნავად უმკლავდება.
ის ცოლს ერთი წლის წინ გაშორდა და მას მერე მისი სამი წლის ქალიშვილი იზი დროის უმეტეს ნაწილს მამასთან ატარებს. მამა იძულებულია, გოგონების ცხოვრების წვრილმანებშიც ჩაერთოს და მათ შორის ვარცხნილობების კეთებაშიც.
"მთელი ცხოვრება თავს ვიპარსავდი, ამიტომ თმის მოვლაზე საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მქონდა, - ამბობს გრეგი, - ჩვეულებრივი ნაწნავის დაწვნაც არ შემეძლო".
შარშან მზრუნველი მამიკო სილამაზის სალონში მივიდა, რომ გოგონასთვის რაიმე ვარცხნილობების კეთება ესწავლებინათ. გრეგი კარგი მოსწავლე აღმოჩნდა და ახლა იზის სახალისო ვარცხნილობებით ანებივრებს.
მას მერე, რაც მან თავისი ქმნილებების ფოტოები გაავრცელა სოციალური ქსელით, გრეგმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. თუმცა სახელის მოხვეჭაზე სულაც არ უფიქრია: "მინდა, რომ მარტოხელა მამებმა ხელები არ დაუშვან. უძილო ღამეები, სველი საფენები და სხვა უსიამოვნებები მარადიულად არ გაგრძელდება, სურვილის შემთხვევაში კი ყველაფრის სწავლა შეიძლება - ნაწნავების კეთებაც კი. სამაგიეროდ, თქვენი შვილი ბედნიერი იქნება!"