გთავაზობთ თვისებების ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა გამოკითხვის საფუძველზე შედგა კარგი მამობა ერთი მხრივ რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ადვილიც. მთავარია, მონდომება და დიდი სიყვარული. გთავაზობთ თვისებების ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა გამოკითხვის საფუძველზე შედგა.
მაშ ასე, კარგი მამა არის...
1. მშვიდი და გაწონასწორებული
ეს მამისთვის ნამდვილად ფასდაუდებელი თვისებაა. ბავშვის პარტონის ნერვიული სისტემა ხომ მუდმივი "თავდასხმის" ქვეშაა. ღამის ტირილი, ჭირვეულობა, მობილურის პირში ჩადება თუ წყალში ბანაობა, კომპიუტერის დაპყრობა. ერთი სიტყვით, მაგარი ნერვებია საჭირო.
2. ნებისმიერ თავყრილობას შინ ყოფნა ურჩევნია
დიახ, "მუდო" კაცებისგან შესანიშნავი მამები დგებიან. "მუდოც" რომ არ იყოს, თუ კაცს აღარ იზიდავს ხმაურიანი თავყრილობები, ის ნამდვილად მზადაა მამობისთვის და ოჯახს ყოველთვის სათანადო ყურადღებას დაუთმობს.
3. მეუღლის მიმართ ძალიან მზრუნველია
როცა ურთიერთობა უერთიერთმოხიბვლის სტადიას გაცდა, მაგრამ ის ძველებურად თავს გევლებათ, დარწმუნებული იყავით, რომ შვილებსაც კარგ მამობას გაუწევს.
4. არ ეშინია ცვლილებების
ბავშვი ძირფესვიანად ცვლის ცოლ-ქმრის ცხოვრების წესს. ასეთ ცვლილებებს მამაკაცები, როგორც წესი, რთულად ეგუებიან, რაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეც უარყოფითად აისახება. ასე რომ, კაცი, რომელიც ასეთ "გადატრიალებას" ადვილად ეგუება, ნამდვილად შესანიშნავი კანდიდატია მამობისთვის.
5. არ არის აზიზი
"პამპერსს მე ვერ გამოვუცვლი", ვერ გადავაყენებ", "ვერ გამოვუწმენდ", "ზედ არ დამასხას"... ასეთი ფრაზები რომ კაცისგან არ გესმის, ეს დიდი ბედნიერებაა.
6. აქვს იუმორის გრძნობა
მშობელი ყოველთვის სერიოზული კი არ უნდა იყოს. ზოგჯერ ხმაური, თავის მოგიჟიანება და სიცილიც აუცილებელია. მამას რომ ბავშვის გართობა შეუძლია, დედამ უკეთესი რაღა უნდა ინატროს.
7. პასუხისმგებლობის მქონე და ყურადღებიანია ნათესავების მიმართაც
ძალიან კარგია, როცა კაცი სხვებზე ზრუნვასაც მიჩვეულია. ეს მამობის ერთგვარი რეპეტიციაა.
8. უყვარს მულტფილმები
ესე იგი გულის სიღრმეში ისიც ბავშვია. არ იფიქროთ, რომ ეს ინფანტილიზმია. არა, ეს ნიშნავს, რომ კეთილი, მხიარული და სიცოცხლით სავსეა. ასეთი მშობელი საოცნებოა ყველა შვილისთვის.
9. ბავშვებთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს
მთავარი ის კი არ არის, იცის თუ არა ბავშვთან ურთიერთობა, არამედ აინტერესებს თუ არა იგი. თუ სხვის ბავშვსაც ინტერესით უსმენს, მასთან კონტაქტის გაბმას ცდილობს, წარმოიდგინეთ, თავის შვილს როგორ მიხედავს.