როგორ უნდა ვიყო კარგი მამა ჩემი ქალიშვილისთვის? სავარაუდოდ თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, მამა ან მომავალი მშობელი. ( შეიძლება ის გოგონაც აღმოჩნდეთ, რომელსაც მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.) თქვენ ალბათ საკუთარ თავ უსვამთ კითხვას, როგორ უნდა ვიყო კარგი მამა ჩემი ქალიშვილისთვის?
უპირველესყოვლისა, საჭიროა მისი ფინანსური უზრუნველყოფა და თქვენ ამას, სხვისი რჩევის გარეშეც, ხვდებით. თქვენი შვილი მადლიერი იქნება ჯიბის ფულისა და ფუფუნებისთვის, მაგრამ, ამასთან ერთად, მისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხებიც არსებობს. აი ისინი:
1. მამა, მომწონს როცა ჩემით ამაყობ და ხალხს ჩემს მიღწევებზე სიხარულით ესაუბრები
მერიდება, როდესაც მაქებ და ხანდახან სირცხვილისგან ვწითლდები კიდეც, მაგრამ ბედნიერი ვარ როცა ვგრძნობ, რომ ჩემით ამაყობ. მინდა მრავალი ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რაც გათქმევინებს: ,, ეს ჩემი შვილია!" მსურს არასდროს შეგარცხვინო, არ მინდა თავს ხრიდე ან ვინმეს თვალს არიდებდე, როდესაც ჩემზე ჩამოვარდება ლაპარაკი.
2. ხშირად მითხარი, რომ ძალიან ლამაზი ვარ
მე არც ისეთი თავდაჯერებული ვარ, როგორიც გეჩვენები. მინდა ვიცოდე, რომ შენ მაინც ნამდვილად მთვლი ლამაზად.
3. მინდა თავს დაცულად ვგრძნობდე
შენ ხუმრობაზე, რომ 40 წლამდე უფლებას არ მომცემ პაემანზე წავიდე, ვბრაზობ, მაგრამ გულის სიღრმეში მსიამოვნებს, რომ ცდილობ გულისტკენა ამრიდო. მსურს თავს დაცულად ვგრძნობდე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდეს სრულფასოვან ცხოვრებაში.
განაგრძეთ კითხვა