დღესაც არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვის აღზრდა კაცის საქმე არ არის სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვის აღზრდა კაცის საქმე არ არის. ტრადიციული გაგებით, მამაკაცს გულჩვილი ემოციები არ შეჰფერის. ის პრაგმატული და თავშეკავებული უნდა იყოს. ამერიკელი ფსიქიატრი მაიკლ აშერი, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს სწავლობს, თანამედროვე მამებს 5 მნიშვნელოვან რჩევას აძლევს. ეს რეკომენდაციები მამებს დაეხმარება, რათა ემოციურად ჯანსაღი შვილები აღზარდონ, თავად კი ამით სიამოვნება მიიღონ.
1. გამოხატეთ გრძნობები
მამებს, როგორც წესი, თავი ოჯახში შემომტანებად და დამცველებად წარმოუდგენიათ. ჰგონიათ, რომ გრძნობები და ემოციები დედის საქმეა, აბა, კაცი ხომ არდაუწყებს ბავშვს ლოლიავს. რატომაც არა. ბავშვი სწორედ ის სფეროა, სადაც ნებისმიერ ნამდვილ მამაკაცს შეუძლია გრძნობები გადმოაფრქვიოს. მით უმეტეს, რომ ამის შედეგად მამა-შვილს შორის მჭიდრო ფსიქოლგიური კავშირი მყარდება, რომელიც წლობით დაურღვეველი რჩება.
2. მოუსმინეთ და ინტერესი გამოხატეთ
მამებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მათი საქმე მხოლოდ რჩევა-დარიგებები და ნოტაციებია (სამწუხაროდ, ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს ). სინამდვილეში იყო მშობელი, ნიშნავს, უფრო მეტს ისმენდე, ვიდრე ლაპარაკობდე. ბავშვს მიეცით ლაპარაკის საშუალება, ამით მისი განვითარებისთვის მეტს გააკეთებთ, ვიდრე ლექციების კითხვით.
9 თვისება, რომელიც კარგ მამას უნდა ჰქონდეს
3. ნუ გაექცევით ხვევნა-კოცნას
ბევრი მამა ფიქრობს, განსაკუთრებით ვაჟებთან მიმართებაში, რომ ფერება ან კოცნა ბავშვს "აფუჭებს". არადა მოფერება ბავშვის ჯანსაღი ემოციებისა და თავდაჯერებისთვის აუცილებელია. ფსიქოლოგები მოზარდების აგრესიასა და თვითკონტროლის არარსებობას ხშირად სწორედ ემოციური სიახლოვის ან მშობლის სიახლოვის დეფიციტით ხსნიან. ასე რომ, გაბედულად ჩაიხუტეთ თქვენი შვილი გულში და გემრიელადაც ჩაკოცნეთ. ამაში ცუდი არაფერია.
4. არ შეგეშინდეთ შვილების "გაშვების"
ადრე თუ გვიან შვილები იზრდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მშობლები დარდობენ, რომ თანდათან მათი ავტორიტეტი ეცემა. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, შვილები მკაცრი ავტორიტეტით კი არა, თბილი და მჭიდრო ურთიერთობით შეინარჩუნოთ. შვილები ყოველთვის თქვენ გვერდით დარჩებიან, თუ საერთო ინტერესები და მშობლიური სითბო ეგულებათ. თქვენი სახით გამგები, მოსიყვარულე და გამოცდილი ადამიანი უნდა ეგულებოდეთ.
დამაფიქრებელი ინფოგრაფიკა მამების მნიშვნელობაზე
5. პატივი ეცით თქვენს პარტნიორს
მამობა უფროსობა და მბრძანებლობა არ არის. უფრო პარტნიორობაა ბავშვებთან და მათ დედასთან. ის, თუ როგორ ავლენთ თავს მათთან ურთიერთობაში, მთელ ოჯახურ გარემოზე ახდენს გავლენას. ბავშვობაში მიღებული ეს შთაბეჭდილება, თქვენს შვილს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება და მოგვიანებით დიდ როლს შეასრულებს თქვენს ურთიერთობაში. ამიტომ ბავშვები ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში უნდა გაზარდოთ, რათა ეს განწყობა მოზრდილობაში თქვენს მიმართაც შეინარჩუნონ. მომავალზეც რომ არ იფიქროთ, ბავშვებთან ურთიერთობა ისეთი დადებითი ემოციებით აგავსებთ, რომ ცხოვრების გასამალაზებლად გეყოფათ.