მშობელს გამუდმებით ესაჭიროება ახალი და კრეატიული მიდგომები ბავშვის აღზრდაც ისევე მოითხოვს შემოქმედებით მიდგომებს, როგორც ნებისმიერი ცხოვრებისეული სფერო. მშობელს გამუდმებით ესაჭიროება ახალი და კრეატიული მიდგომები. მაგალითად, ისეთი, როგორიც ამ მამამ იპოვა აღრიალებული ქალიშვილის დასაწყნარებლად.
ჭირვეულობა, ისტერიკა და ცრემლები ყველა მშობლისთვის ნაცნობი სცენებია. როცა ეს მდგომარეობა უკვე ჩვევად იქცევა, მშობლებს ისღა დარჩენიათ მოხერხებული ილეთებით აიცილონ თავიდან დავიდარაბა. მშობლების უმეტესობა ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ კი გააჩხლებულ პატარას ცოტა ხნით მაინც "მოაკეტინონ" პირი.
წარმოგიდგენთ ვიდეოს, თუ როგორ გადაჭრა ეს პრობლემა ახალგაზრდა მამამ. იგივეს გამეორებას არ გირჩევთ, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ქალი მაინც ქალია, თუნდაც ჯერ 2 წლის იყოს.