ათასობით მშობელი ირწმუნება, ეს მეთოდი ჩვენს შვილებზეც ეფექტურად მოქმედებსო მოხერხებულმა მამამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ბავშვის დასაძინებლად არც რწევა და არც ხელში ქანაობა საჭირო არაა. ერთადერთი, რაც ამისთვის დაგჭირდებათ, ქაღალდის ჩვეულებრივი ხელსახოცია.
სიდნეიში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამამ ეიტან დაილომ თავისი "მეთოდი" ვიდეოკამერით გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ქაღალდის ხელსახოცით ბავშვს 42 წამში აძინებს. ვიდეო უკვე 100 000-მა მომხმარებელმა ნახა და ათასობით მშობელი ირწმუნება, მეთოდი ჩვენს შვილებზეც ეფექტურად მოქმედებსო.
"რას არ იგონებენ მშობლები, რომ ბავშვი სწრაფად დააძინონ. მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი პატარა სეტასთვის აი ეს ხერხი მოვიფიქრეთ", - წერს ეიტანი კომენტარებში.
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ ეიტანის საოცარ აღმოჩენაში.