ტელევიზორი და ძმაკაცები დაიცდიან! თქვენი ბავშვი კი გაიზრდება და დროს უკან ვერ დააბრუნებთ მამობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი მამაკაცი ამას მაშინ აცნობიერებს, როდესაც პარტნიორის ორსულობის შესახებ იგებს და მისი მუცლის ზრდას აკვირდება, სხვები კი მხოლოდ მაშინ, როცა შვილს პირველად აიყვანენ ხელში. არავინ დაიტრაბახოს, რომ მამობა ადვილია. ყველა ახალბედა მშობელს ეშინია, რომ მამის (დედის) მოვალეობებს ვერ გაუმკლავდება, რაღაც შეეშლება და პატარას დააზარალებს. ამ სტატიაში წაიკითხავთ ოთხ შეცდომას, რომლებსაც თითქმის ყველა ახალბედა მამა უშვებს. ჩვენ დაგეხმარებით მათ მოგვარებაში.
1. დაკარგული დრო
როდესაც მამა-შვილი პირველად რჩება ერთად მარტო (დედა სამსახურშია, მეგობართან, საყიდლებზე ან სხვა საქმეზე), მშობელი ცდილობს ბავშვი დააძინოს. სინამდვილეში, ბავშვის განვითარებისთვის უმჯობესია, მამა მას ეთამაშოს, ელაპარაკოს ან უმღეროს.
გამოსავალი: არ მოიშოროთ თავიდან შვლები. მათთან კონტაქტისას თქვენც გაერთობით და ისიამოვნებთ. ბავშვთან ურთიერთობა დადებითად აისახება მოზრდილი ადამიანის ფსიქიკასა და განწყობაზე. კომპიუტერი, ტელევიზორი და ძმაკაცები დაიცდიან! თქვენი ბავშვი კი გაიზრდება და დროს უკან ვერ დააბრუნებთ.
2. შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას გაურბიან
მამა თავს არ იწუხებს ისეთი ყოფითი პრობლემების მოგვარებით, როგორიცაა დასვრილი პამპერსის გამოცვლა, შემდეგ შვილის დაბანა ან მისი სველი ხელსახოცით გაწმენდა. არც ყოველ ოთხ საათში ანჯღრევს ბოთლს შვილის გამოსაკვებად. არადა, ბავშვი გრძნობს, როცა მასზე ზრუნავენ და იმახსოვრებს ამას... ზრუნვა არ არის მხოლოდ საფერებელი სიტყვების რახარუხი ან მის წინ სათამაშოს ქნევა. შვილს საქმით უნდა დაუმტკიცოთ, რომ გიყვართ. მისი ნდობა უნდა მოიპოვოთ. თუ პატარა არ გენდობათ, თქვენ შორის გაუცხოება კედელივით აღიმართება. (შეიძლება სიტყვა "მამაც" საკმაოდ გვიან თქვას.)
გამოსავალი: გადაინაწილეთ მოვალეობები თქვენ და თქვენმა მეუღლემ, უფრო აქტიურად ჩაერთეთ შვილის მოვლის საკითხებში, ღამით თუ ატირდება, თავი შეიწუხეთ, ლოგინიდან ადექით და ხელში აიყვანეთ. ასე ცოლსაც შეუმსუბუქებთ დედობის სირთულეს. გაგრძელება