ბიჭი სახლიდან წავიდა, მამის ეჭვები დადასტურდა - წერილი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ
ბიჭი სახლიდან წავიდა, მამის ეჭვები დადასტურდა - წერილი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ
მამამ შვილის ოთახს ჩაუარა და შეამჩნია, რომ საეჭვოდ მილაგებული იყო იქაურობა. ეტყობოდა, რომ შვილი სახლიდან წავიდა. მამის ეჭვები სწრაფად დადასტურდა, როცა ოთახში წერილი იპოვა. წერილი ცარიელ მაგიდაზე იდო და ზედ ეწერა "მამას". ნერვიულობისგან აკანკალებული ხელებით გახსნა და კითხვას შეუდგა:

"ძვირფასო მამა,
ძალიან ნაღვლიანი გწერ. იძულებული გავხდი ჩემს ახალ შეყვარებულთან ერთად გავქცეულიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, შენ და დედაჩემი დიდ აყალმაყალს ატეხდით. თიანა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია, ძალიან ლამაზია. გავიქეცი, იმიტომ, რომ
ვიცოდი, არ მიიღებდით მის პირსინგს, ტატუს, ბაიკერის ჩაცმულობას და ასაკს - ჩემზე უფროსია. თუმცა მხოლოდ სიყვარულში არ არის საქმე, ის ფეხმძიმედაა.
თიანა დარწმუნებულია, რომ ბედნიერები ვიქნებით. მას ტყეში ვაგონი აქვს და შეშა, რომელიც მთელ ზამთარს გვეყოფა. ორივე ბევრ შვილზე ვოცნებობთ. თინამ დამარწმუნა, რომ მარიხუანა არც ისე მავნეა. გადავწყვიტეთ, მოვაშენოთ და გავყიდოთ კიდეც. ასე კოკაინისა და ექსტაზის ფულსაც ვიშოვით. მანამდე კი იმედი გვაქვს, შიდსის წამალს გამოიგონებენ და თინა განიკურნება. ის ამას ნამდვილად იმსახურებს.
ნუ გეშინია, მამა, მე უკვე 15 წლის ვარ და მივხედავ ჩემ თავს. ერთხელ სტუმრადაც მოვალთ და შვილიშვილებს გაგაცნობთ.
შენი საყვარელი შვილი ჯოშუა.


P.S. მამა, ეს ყველაფერი ტყუილია. სინამდვილეში ძმაკაცთან ვარ. უბრალოდ
შეგახსენე, რომ დაბალ ნიშნებზე უარესი პრობლემებიც არსებობს. ჩემი დღიური სამზარეულოს მაგიდაზე დაგიტოვე... დამირეკე, როცა ბრაზი გადაგივლის."

ძნელი გადმოსაცემია, რა რეაქცია ჰქონდა ამ ხუმრობაზე მამას. იქნებ ზოგჯერ მართლაც ჯობია, რომ პრობლემებს განსხვავებული კუთხიდან შევხედოთ
113831
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
nino
2
სახალისო იყო ნამდვილად, მაგრამ კითხვის დროს თვალები ნელ-ნელა შუბლზე ამდიოდა ვგრძნობდი :))) და უცებ მომეშვა :))))
20:51 / 15-04-2017
0
15:34 / 14-04-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი