მომუშავე დედა თურმე მთელ ერთ საათს ხარჯავს შვილთან ურთიერთობაზე (!) ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დათვალეს, რა დროს უთმობენ XXI საუკუნის მომუშავე მამები შვილების აღზრდას. აღმოჩნდა, რომ ისინი 7-ჯერ უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან, ვიდრე 40 წლის წინ. მაგალითად, 1974 წელს საშუალო სტატისტიკური მშრომელი მამა დღეში 5 წუთს ანდომებდა შვილთან ურთიერთობას. დღეს ეს დრო 35 წუთამდე გაზრდილა.
თუმცა ექსპერტები აღიარებენ, რომ ესეც ცოტაა და მომუშავე მამებს ურჩევენ, სირთულის მიუხედავად მაინც შეძლონ კარიერისა და ოჯახის შეთავსება.
აი მომუშავე ქალებისთვის სახლსა და სამსახურზე დროის გადანაწილება გაცილებით უფრო ადვილია. ისინი ამ ამოცანას იოლად უმკლავდებიან. თუმცა 40 წლის წინ ქალების მაჩვენებელიც უფრო დაბალი იყო დღევანდელთან შედარებით. დღეს მომუშავე დედა თურმე მთელ ერთ საათს ხარჯავს შვილთან ურთიერთობაზე (!).
გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესდა მშობლების მონდომება ბავშვების აღზრდაში ჩარევასთან დაკავშირებით. უფრო ხშირად ამოწმებენ დავალებებს და თუ ბავშვს პრობლემა აქვს, ამაშიც უფრო აქტიურად ერევიან.