ეს კადრები დაგიმტკიცებთ, რომ მამობა ძალიან სახალისო რამაა ახალგაზრდა მამამ შვილთან სეირნობის ამსახველი კადრები ინტერნეტით გაავრცელა. ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა კადრებმა რამდენიმე წუთში მოიპოვა პოპულარობა. ამ პატარა ბიჭის სიცილმა მთელ მსოფლიოს აუჩუყა გული.
ბიჭუნას მამა ცნობილი მუსიკოსი ტომ ფლეტჩერია. ის ხშირად აქვეყნებს სოცქსელში შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს და ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ მამობა ძალიან სახალისო რამაა.
მისმა ბიჭუნამ ამჯერად პირველად ნახა ბაბუაწვერა. ბავშვის სასაცილო რეაქცია 5 მილიონმა ადამიანმა გაიზიარა.