შეუძლებელია ამ ფოტოების დანახვაზე არ გაგეცინოს ედვინ ვილერი ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ მამიკოდ აღიარეს. მამიკომ და მისმა 3 კვირის პატარამ (შიგადაშიგ დედაც ჩნდება ასპარეზზე) მთელ მსოფლიოს აჩვენეს, როგორ უნდა გადაიღო ფოტოები.
შეუძლებელია ამ ფოტოების დანახვაზე არ გაგეცინოს. მამა ცდილობს, ისეთივე სახე თუ პოზა მიიღოს, როგორც მისი ქალიშვილი აკეთებს.
გამოსდის კიდეც და თან ამით მეტად უსვამს ხაზს მსგავსებას თავის პატარასთან.
ნამდვილად ეტყობა ამ ახალგაზრდა მამიკოს, რომ შვილის დაბადებამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და თავის პატარასთან საკმარის დროს ატარებს. მიბაძეთ, მამიკოებო!