"როცა მარტო ვარ, ვდარდობ და ვიხსენებ შენს ყველა სიტყვას" - ლეონოვის წერილი შვილს
"როცა მარტო ვარ, ვდარდობ და ვიხსენებ შენს ყველა სიტყვას" - ლეონოვის წერილი შვილს
ვინი-პუჰის გამხმოვანებელი და ბევრი ასევე ყველასთვის საყვარელი როლის შემქმნელი, ევგენი ლეონოვი შინაც ისეთი თბილი და ლმობიერი იყო, როგორც გარეთ. ძალიან უყვარდა თავისი ცოლ-შვილი და ამას არასდროს მალავდა. როგორც მისი შვილი ანდრეი იხსენებს, ძალიან რბილი იყო. ანდრეი საშუალოდ სწავლობდა და მამას ხშირად იძახებდნენ სკოლაში, სადაც ცნობილი მსახიობი ღელვისგან ფითრდებოდა და წითლდებოდა ხოლმე.
"ერთხელ გადაწყვიტა, დავესაჯე მორიგი ორიანისთვის. მითხრა, ტყეში წაგიყვან და დაგტოვებო. ჩაალაგა ჩემი ნივთები ჩემოდანში, მომკიდა ხელი და წამიყვანა. კიბეებზე
ჩავდიოდით და ორივეს ფეხები გვეკეცებოდა...სიმკაცრე ზუსტად პირველ სართულამდე ეყო. დედასგან მახსოვს სასჯელიც და სილის გაწვნაც, მამა კი სულ მიცავდა".
როცა სადმე მიდიოდა, ლეონოვი გამუდმებით სწერდა შვილს წერილებს, რომლებიც სითბოთი და სიყვარულით არის სავსე. ეს ერთ-ერთი მათგანია:

"ანდრეი, გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ. შენ იცი, რა სიმდიდრეა სიყვარული. მართალია, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩემი სიყვარული არც ისეთია, როგორიც უნდა იყოს და მას მხოლოდ ზიანი მოაქვსო. იქნებ, სინამდვილეში ჩემმა სიყვარულმა შეგიშალა ხელი, რომ სამაგალითო მოსწავლე ყოფილიყავი? მე ხომ არც ერთხელ არ გამიროზგიხარ მთელი ათწლიანი სწავლის პერიოდში.
გახსოვს, დაფასთან იდექი და იჭყანებოდი, კლასი ხარხარებდა, მასწავლებელი კი მე მსაყვედურობდა. ისეთი სახე მქონდა, თითქოს კუთხეში ვიდექი და მეც პატარა ცელქი
ბავშვი ვიყავი. ნებისმიერ დამცირებაზე ვიყავი მზად, მას კი მაინც არ ყოფნიდა: "გაკვეთილი ხომ ჩაიშალა... ჩვენ ხომ სრული ორმოცდახუთი წუთი ვმეცადინეობთ... არც თვითონ იცის არაფერი და არც სხვას აცლის... მოგიწევთ მისი სკოლიდან გაყვანა... სიტყვები მასზე არ მოქმედებს...~
პერანგი დამისველდა, პიჯაკიც და მოკასინებიც, ის კი მაინც არ ჩუმდებოდა. მეგონა, მიწა ჩამყლაპავდა. დავიფიცე, რომ აი დღეს ნამდვილად გამოვიჩენდი მეტ სიმკაცრეს.
ამ ფიქრებით წამოვედი, გადავჭერი სკოლის ეზო და ფეხით გამოვუყევი გზას...
ქალი მოათრევდა მძიმე ჩანთას, ბავშვი ტიროდა. მე რომ დამინახა, გაეცინა. ზურგსუკან გავიგონე, დედამ როგორ უთხრა: "აი, ვინი-პუჰი დაგცინის..." უცნობი ადამიანი მომესალმა... შემოდგომის ქარი დაქროდა... უკვე სახლში შესულს ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჩემს თავზე ავიღე ეს დარტყმა და ასეც უნდა დამეტოვებინა ყველაფერი...
შინ შესულს, უკვე საბოლოოდ მქონდა დავიწყებული სიმკაცრეც და დასჯაც, დაგინახე და გკითხე: "აბა, რას იმანჭებოდი, ყველას რომ მოეწონა, დამანახე". და ერთად ვიხარხარეთ.
ასე იყო შემდეგ გამოძახებამდე. დედა სკოლაში არ დადიოდა. მე სულ ვფიქრობდი: ნეტავ ღამით გამომიძახონ გადაღებაზე სხვა ქალაქში, ან რეპეტიციიდან არ გამომიშვან... მაგრამ დილით ვანდა წამოიტირებდა, დაიწუწუნებდა, მეც გავაუქმებდი ფრენას, დავეთხოვებოდი რეპეტიციიდან და გავრბოდი სკოლაში, კუთხეში ჩემი პოზიციის დასაკავებლად.
რამდენი წვრილმანი იმსახურებს ჩვენს განცდებს...
mshoblebi
იმიტომაც ვწერ ამ წერილებს, რომ გამოვასწორო რაღაც არასწორი და ალბათ სასაცილო და უადგილოც ვჩანვარ, როგორც ჩემი ზოგიერთი პერსონაჟი. მაგრამ ეს ხომ მე ვარ! ჩემო მეგობარო, სინამდვილეში ხომ არაფერია მამის მღელვარე გულზე უფრო მარტივი.
როცა მარტო ვარ, სახლის გარეთ, ვდარდობ და ვიხსენებ შენს ყველა სიტყვას და ყველა შეკითხვას, მინდა დაუსრულებლად გელაპარაკო, თითქოს ცხოვრება არც იქნება საკმარისი ყველაფერზე სალაპარაკოდ. მაგრამ იცი, თუ რა არის ყველაზე მთავარი, ეს მხოლოდ დედაჩემის, ბებიაშენის გარდაცვალების შემდეგ გავიგე. ეჰ, ანდრიუშა, არის შენს ცხოვრებაში ადამიანი, ვის წინაშეც არ შეგეშინდება იყო პატარა, სულელი, უიარაღო, სრულიად გულწრფელი? ეს ადამიანია სწორედ შენი მცველი...
უკვე მალე ვიქნები სახლში.
მამა. ლენინგრადი. 3 ოქტომბერი, 1974 წელი.
5755
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნაკა
0
ლეგენდარული მსახიობი,თბილი,ტკბილი,მოსიყვარულე მამა და მეუღლე...საკმარისი თვისებები,იმისთვის რომ უყვარდე ხალხს და ამდენი წლის მერეც ღიმილით და სიყვარულით წერდე კომენტარს
10:03 / 15-02-2017
ნათო
0
ძალიან მიყვარს ეს მსახიობი,დღესაც სიამოვნებით ვუყურებ ფილმებს მისი მონაწილეობით.
12:33 / 03-02-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?