რაც მეტ დროს გაატარებენ მამები ახალშობილთან, მით მეტ ფულს უხდის სახელმწიფო შვედეთში ყველაზე გულუხვები არიან ახალდაბადებული ბავშვის მშობლების მიმართ და 480 დღეა გათვალისწინებული დეკრეტული შვებულებისთვის. ოღონდ არის გარკვეული წესები - მხოლოდ ქალი კი არ უნდა იყოს დეკრეტში და მხოლოდ მან კი არ უნდა გამოიყენოს ეს დღეები,
მამაკაციც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. აქედან 390 დღეს შემოსავლიდან 80%-ს ანაზღაურებს, მაქსიმუმ 3160 ევროს თვეში. წესების თანახმად, ამ 480 დღიდან 60 წყვილი ერთად უნდა იყოს ბავშვებთან. თუ მამა 60 დღე არ იქნება ცოლის გვერდით, მაქსიმალური დეკრეტული შვებულება 420 დღემდე შემცირდება. რაც მეტ დღეს გაინაწილებენ მშობლები თანაბრად, ანუ მამებიც დიდ დროს გაატარებენ შვილებთან, მით მეტია ფინანსური დაინტერესებაც - იღებენ ბონუსს, რომელიც 1500 ევრომდეა.
ეს ნამდვილად კარგი სტიმულია და არ არის გასაკვირი, რომ შვედი მამები კიდევ უფრო აქტიურად ამოუდგნენ მხარში ცოლებს ბავშვების მოვლის პროცესში.
როდესაც ფოტოგრაფი იოჰან ბაუმანი თავად გახდა მამა, დაფიქრდა ამ საკითხზე და ფოტოებზე ასახა მამების ჩართულობა შვილების აღზრდის პროცესში. ამით კიდევ მეტი პროპაგანდა სურს გაუწიოს ამ მართლაც მისაბაძ იდეას. ასე ხომ ბავშვიც უფრო ბედნიერია, ცოლ-ქმარი ერთად იზიარებს სიხარულსა და გაჭირვებას და ოჯახი მყარდება, მამები მეტად აცნობიერებენ, თუ რა არის მამობა და კიდევ, ეს ფინანსურადაც მომგებიანია ოჯახებისთვის.