მისი ცოლი მშობიარობას გადაყვა და ოთხი ახალშობილი ტყუპის ამარა მარტო დარჩა კარლოს მორალესის შესახებ ჩვენ ადრე ვწერდით – ამერიკელი მამაკაცი მოულოდნელად დაქვრივდა და ოთხი ახალშობილი ტყუპის ამარა მარტო დარჩა. კარლოსმა მამაცობის, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარი მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.
კარლოს მორალესმა წელს პირველად აღნიშნა მამის დღე. ეს დღე ფაქტობრივად მის პროფესიონალურ დღედ იქცა, რადგან უკვე მეხუთე თვეა მარტო უვლის ოთხ ტყუპს. მისი ცოლი ერიკა იანვარში გარდაიცვალა, მშობიარობიდან სულ რამდენიმე საათში.
ერიკას ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა და ახალშობილებმა პირველი ორი თვე საავადმყოფოში გაატარეს. კარლოსმა ტრეისი, პეისლი, ერიკა და კარლოს-უმცროსი მარტში წაიყვანა მხოლოდ შინ და მას მერე თავად უვლის. ყოველი დღე წუთებით აქვს გაწერილი. კვება, საფენების გამოცვლა, ძილი... "მთელი დღე ბავშვებთან ყოფნა, მათთან თამაში, იმის ყურება, თუ როგორ ტირიან და იცინიან – საუკეთესო დღეა ჩემთვის", - ამბობს კარლოსი. მარტოხელა მამას ძალიან ეხმარება სიდედრი, ერიკას დედა, და ასევე შედიან მის მდგომარეობაში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები.