უხელფეხო პროფესორი მეორე შვილს ელოდება - ნიკ ვუიჩიჩის სასწაული
უხელფეხო პროფესორი მეორე შვილს ელოდება - ნიკ ვუიჩიჩის სასწაული
ნიკ ვუიჩიჩს მთელი მსოფლიო იცნობს. უხელფეხო ადამიანი ახერხებს, იყოს ყველაზე ბედნიერი და სხვებსაც ასწავლოს ეს.
როგორც ჰყვება ხოლმე, ბავშვობაში ძალიან განიცდიდა თავის უნარშეზღუდულობას, მაგრამ მერე ისწავლა ამით ცხოვრება. დღეს ის ცნობილი ორატორი და მქადაგებელია, ლექციებს კითხულობს მსოფლიო მასშტაბით და გარშემო მყოფებს უზიარებს თავის გამოცდილებას, ასწავლის ადამიანებს, როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ არაფერმა შეუშალოთ ხელი ბედნიერებაში. ძირითადად ახალგაზრდებსა და ბავშვებს მიმართავს, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ, რომელთაც მოუწოდებს, ცხოვრების აზრი იპოვონ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითარონ. ვუიჩიჩი მორწმუნე ქრისტიანია და თავისი რწმენის
შესახებაც ხშირად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი კიდურები არ აქვს, მოახერხა, რომ ესწავლა თავისი არასრულყოფილი კიდურებით გადაადგილება, ცურვა, სკეიტზე სრიალი, კომპიუტერზე თამაში და წერა. დღეს 31 წლისაა და გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მასზე ორჯერ მეტი ასაკის თუ შესაძლებლობების ადამიანებს მიუღწევიათ. პირადი ცხოვრებაც აეწყო. მისი პოზიტიური ბუნება, მებრძოლი ხასიათი და სიცოცხლის ხალისი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მშვენიერი კანაე მიაჰარა მოეხიბლა.
mshoblebi
ამ ქალბატონზე ნიკოლასმა 2012 წელს იქორწინა. ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი გაუჩნდა – კიეში ჯეიმს ვუიჩიჩი. ნიკი ძალიან კარგი მამაა, ახლა კი მეორე შვილსაც ელოდება და მსოფლიოს უზიარებს თავის ბედნიერებას.
იხილეთ სრულად, როგორი იყო ნიკ ვუიჩიჩი ბავშვობაში და როგორ აეწყო მისი ცხოვრება
ტეგები: ნიკ ვუიჩიჩი
5832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები