ეს კაცი 18 წელი აგროვებდა ხურდას... მიზეზი ცრემლებს მოგგვრით
ეს კაცი 18 წელი აგროვებდა ხურდას... მიზეზი ცრემლებს მოგგვრით
ნებისმიერი მშობელი მაქსიმუმს აკეთებს, რათა თავის შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნას. რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს თავისი საკუთარი მაგალითი აქვს მშობლების სითბოსი და სიყვარულის. გთავაზობთ ფრენკ უოლკოტის ისტორიას.

“მამაჩემი უბრალო მოსამსახურეა. მთელი თავისი ცხოვრება წისქვილში მუშაობდა და საკმაოდ მცირე ანაზღაურებას იღებდა. მას არ ჰქონდა განათლება, ამიტომ არ შეეძლო უკეთესი სამსახურის შოვნა. სამაგიეროდ, მამაჩემს დიდი გული აქვს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე უკეთესი ცხოვრება მქონოდა. მაშინვე, როგორც კი დავიბადე,  დაიწყო ფულის
შეგროვება ჩემი სწავლისათვის. წისქვილზე მუშაობისას მას არ ჰქონდა იმხელა შემოსავალი, რომ დანაზოგი გაეკეთებინა, ამიტომ ყოველდღე აგროვებდა მთელ ხურდა ფულს, რაც დღის განმავლობაში შეუგროვდებოდა. ყულაბად იყენებდა ჩვეულებრივ მინის ქილას.
mshoblebi
ეს მონეტებიანი ქილა მახსოვს მას შემდეგ, რაც მახსოვს ჩემი თავი. ის მშობლების საძინებელში, კომოდის თავზე. მამა ყოველ საღამოს ამოიტრიალებდა ჯიბეებს და მთელ ხურდას ქილაში ყრიდა. როდესაც ქილა აივსებოდა, მამა ჯდებოდა სამზარეულოს მაგიდასთან, ახარისხებდა ხურდებს და ითვლიდა. შემდეგ ჩაყრიდა ფეხსაცმლების ყუთში და მე და მამა მივდიოდით ბანკში - მისი ძველი პიკაპით.
გზად მამას თვალები უბრწყინავდა, სითბოთი და სიყვარულით მიყურებდა. ბანკში გახსნილი ჰქონდა სპეციალური ანგარიში. ყოველთვის სიამაყით ამბობდა, რომ ამ ფულს აგროვებდა შვილის სწავლისათვის. ბანკში ყოველი ვიზიტი
ნაყინით უნდა აღგვენიშნა. ეს ჩვენი რიტუალი იყო.
ხურდა, რომელსაც მენაყინე გვაძლევდა, იყო შემდგომი ქილის პირველი მონეტა. მამა მაძლევდა მონეტას და მე ვაგდებდი ქილაში. თითქოს ახლაც მესმის ცარიელ ქილაში ჩაგდებული მონეტის წკრიალი.

გავიდა წლები. მე წარმატებით ჩავაბარე კოლეჯში, დავამთავრე და მოვეწყვე კარგ სამსახურში. ერთხელ, როდესაც მშობლების სანახავად მივედი, შევიხედე საძინებელში. ქილა ისევ იდო კომოდზე, ოღონდ ცარიელი. ყელში ბურთი გამეჩხირა. დედამ დაიჭირა ჩემი მზერა და გაიცინა: “ვერაფრით ვერ უცვლი ადგილს ამ ქილას“.
შევხვდი არაჩვეულებრივ გოგონას. დავქორწინდით. გაგვიჩნდა ულამაზესი გოგონა -  ჯესიკა. მისი დაბადების ერთი წელი მშობლებთან ერთად აღვნიშნეთ...

ოჯახური სადილის დროს ჯესიკამ ტირილი დაიწყო და ჩემმა მეუღლემ გამოსაცვლელად საძინებელში შეიყვანა. უკან დაბრუნებულმა, თვალებგაბრწყინებულმა დამიძახა და შემიყვანა საძინებელში, სადაც ისევ იდგა ქილა -  უკვე სავსე ხურდა ფულებით. გავშეშდი...
ჯიბიდან ამოვიღე მთელი ხურდა, რაც კი მქონდა და ქილაში ჩავყარე. ამ დროს საძინებელში მამა შემოვიდა, ხელში ჯესიკა ეჭირა. ისევ ბურთი გამეჩხირა ყელში. მამას გადავეხვიე და გულში ჩავიკარი".

ზოგჯერ ასეთი წვრილმანები ათი ათას სიტყვას უდრის. ისინი უკეთ გვაჩვენებენ მშობლების სიყვარულის სიღრმესა და ძალას.
7150
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```