ტყუპის მამის ნაამბობი თავისი დეკრეტული შვებულების შესახებ - ეს უნდა წაიკითხოთ!
ტყუპის მამის ნაამბობი თავისი დეკრეტული შვებულების შესახებ - ეს უნდა წაიკითხოთ!
ბრიტანელი კომიკოსი სემ ევერი ნახევარი წლის წინ გახდა ტყუპი ბიჭის მამა და დაიწყო ბლოგის წერა თავისი ახალი გამოცდილების შესახებ. ის გამოცდილებას ყოველდღე იძენს, როდესაც უცვლის პამპერსებს, აბანავებს, ეთამაშება, აჭმევს, ასეირნებს და აძინებს ბავშვებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დიდი იუმორით აკეთებს. მოხდა ისე, რომ სწორედ მას მოუწია დეკრეტული შვებულების აღება ბავშვების მოსავლელად.
«ბლოგის წერა გადავწყვიტე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველად დავინახე ჩემი ბიჭუნები. უბრალოდ მინდოდა აღმეწერა ყველაფერი, რაც მათთან მაკავშირებდა", - ამბობს სემი.
ყოველ კვირა დღეს ახალგამომცხვარი მამიკო აქვეყნებს სიას
სათაურით: „10 რამ, რაც ვისწავლე როგორც მშობელმა ერთი კვირის მანძილზე“. ბოლო აღმოჩენა ასეთია: ნახმარი პამპერსების ყუთის დაცლა უაზრობაა - ის არ ცარიელდება არასდროს. იპოვო პოზა, რათა გარანტირებულად დააძინო ატირებული ბავშვი ისეთივე ძნელია, როგორც მუსიკალურ ფესტივალზე ტელეფონის ზარის ხმის გაგონება“...
mshoblebi
სემის მეუღლე რეიჩელი ამბობს, რომ გიჟდება მეუღლის ბლოგზე, მაგრამ უკვირს, რატომ უთმობს სემი დიდ ყურადღებას საფენების გამოცვლის თემას. „როდესაც ბავშვები დაიწყებენ ლექსების წერას, მე ციტირებას გავუწევ მათ, მაგრამ ჯერჯერობით საქმე მაქვს მათ სხვაგვარ შემოქმედებასთან“, - პასუხობს სემი.
«დღეს 2 საათი გავატარე ბავშვებთან. მუცელზე ხელს ვიტყაპუნებდი, რათა გამეცინებინა ისინი. ის, რაც აცინებდათ გუშინ, დღეს უინტერესოდ ეჩვენებათ. მიწევს ყოველდღე ახალ-ახალი ოხუნჯობების მოფიქრება, რათა გავახალისო ისინი“.
სემის მსახიობურ ცხოვრებას
თან ახლავს დევიზი: “მშვიდად იყავი სემ, ახლა შენ დედა ხარ“. ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობით ის დიდ სიამოვნებას იღებს.
mshoblebi
სემის ისტორია ძალიან კარგი მაგალითია ახალბედა მშობლებისთვის, რომელიც გვახსენებს, რომ ბევრი სახალისო რამ შეიძლება შეგემთხვათ ისეთი რუტინული საქმიანობის შემთხვევაშიც, როგორიც ახალშობილების მოვლაა. მთავარია არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა.
1919
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები