"არ უნდა ჩამორჩე ცხოვრებას და უნდა ეცადო, შვილებთან ერთად იფიქრო, გარეთ XXI საუკუნეა!"
"არ უნდა ჩამორჩე ცხოვრებას და უნდა ეცადო, შვილებთან ერთად იფიქრო, გარეთ XXI საუკუნეა!"
ამჯერად პოპულარულ მსახიობ დათო დარჩიას მამის აპლუაში წარმოგიდგენთ.

- პატარა არ ვიყავი, როცა მამა გავხდი, გააზრებული მქონდა, რას ნიშნავდა ეს და შეიძლება ითქვას, როგორც მშობელი მომზადებული დავხვდი შვილებს. წელს ჩემი უფროსი შვილი სკოლას ამთავრებს, ელენე კი 15 წლისაა. მოგეხსენებათ, მსახიობები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომ საუბარი, ახსნა, დარიგებებია ჩემი მათთან ურთიერთობის მეთოდი.

- ამბობენ, გოგონებს მამებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთო, თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?
- რასაკვირველია, გოგონა და ბიჭი ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად, ჩემი მიდგომაც სხვადასხვანაირია. ელენე შედარებით პატარა რომ გახლდათ, კატასავით იყო,
მოფერებით ''გკერავდა'', რომ სურვილები შეგესრულებინა. ბიჭი განსხვავებულია, მასთან უფრო მამაკაცური ურთიერთობა ყალიბდება.

- მშობლის გადმოსახედიდან რთული პერიოდი თუ გქონიათ?
- შვილებთან დაკავშირებული პრობლემები, მადლობა ღმერთს, არ მქონია. ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდის, უფროსი ვაჟი წელს სკოლას დაამთავრებს და იმედია, გაგვახარებს. განაგრძეთ კითხვა
ტეგები: დათო დარჩია
3138
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები