პატარები ძალიან ცელქები არიან, ორივე ერთად ტაიფუნია როდესაც საქართველოში სექსუალურ მამაკაცებზე საუბრობენ, ბევრს დათო ქაცარავა ახსენდება. თუმცა უკვე დიდი ხანია, ის ერთგული და მეოჯახი მამაკაცია. დათო ქაცარავას მამა-შვილობაზე ვესაუბრეთ.
- 9 წლის წინ გავხდი მამა. 29 წლის ვიყავი. ის მომენტი და ის ასაკი იყო, როცა ვიგრძენი, მინდოდა ვყოფილიყავი მამა და მზად დავხვდი ამ სტატუსს.
- შვილის აღზრდაში თუ იყავით ჩართული?
- პირველი შვილის გაზრდაში დიდი დოზით ვიყავი ჩართული, ალბათ იმიტომ, რომ მეტი დრო მქონდა. ახლაც ჩართული ვარ, მაგრამ დროის პრობლემა მაქვს. არასდროს მყოფნის დრო, ალბათ დღე-ღამეში დამატებით 12 საათი მჭირდება, რომ ყველაფერზე სათანადოდ გადავანაწილო.
- რა ასაკის არიან შვილები?
- უფროსი 9 წლისაა, პატარები – 5-ის და 4-ის. ვცდილობ, შვილებთან მეგობრული ვიყო, მე თვითონ ასე გამზარდეს, მამაჩემი ჩემი უპირველესი და ყველაზე ახლო მეგობარი იყო ყოველთვის, თუმცა, გარკვეული დოზით, სიმკაცრე აუცილებელია, დისციპლინასაც უნდა შეეჩვიონ.
- რაიმეს თუ უკრძალავთ?
- აკრძალვა არა, თუმცა არის ისეთი რაღაცები, რაზეც ვბრაზდები და ეს იციან. მაგალითად, დროულად დაძინება პრობლემაა და სახლი ამ დროს ბრძოლის ველს ჰგავს (იღიმის). ასეთ დროს ვბრაზდები... პატარები ძალიან ცელქები არიან, ორივე ერთად ტაიფუნია. განაგრძეთ კითხვა