მისია, რომელიც მამამ და უფროსმა ძამიკომ იკისრეს ეს ოჯახი შვედეთიდან არის. ტყუპი ნაადრევად დაიბადა, 700 გრამს იწონის თითოეული. დედა რთულ მდგომარეობაშია საკეისრო კვეთის შემდეგ და ჯერ არ შეუძლია ბავშვების მოვლა. ეს მისია მამამ იკისრა.
ექიმების მეთვლაყურეობით მამა და უფროსი ძმა კენგურუს მეთოდს იყენებენ და პატარებს სასიცოცხლო ენერგიას აწვდიან. ასეთი კონტაქტით - როცა კანი კანთან არის მიკრული, საუკეთესო თერმორეგულაცია იქმნება და ეს ინკუბატორზე უფრო მნიშვნელოვანია პატარისთვის. ეს ეხმარება ბავშვს დამშვიდებაში, უკეთ სუნთქვაში.
ფოტო თავად სამედიცინო ცენრტმა გაავრცელა, რათა კიდევ ერთხელ უჩვენოს, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადარჩენისა და გამოჯანმრთელების საუკეთესო გზა მათი კანისმიერი კონტაქტია არა მხოლოდ დედასთან, არამედ მამასთან და უახლოეს ნათესავებთან.