მიგვაჩნია, რომ ბაღი ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს ბავშვს, ამიტომ გვირჩევნია სახლში გაიზარდოს მსახიობი კოკო როინიშვილი მამობის ემოციებზე და მამის როლზე გვესაუბრება, რაც მას ოჯახში ეკისრება.
- როდესაც მეუღლე ორსულადაა, ქმარიც ისევე მზადებაშია და ისევე იღებს პასუხისმგებლობას, როგორც ცოლი... რა თქმა უნდა, ქალს უფრო მეტი სანერვიულო აქვს, მაგრამ დამიჯერეთ, ქმრებიც არანაკლებს ვნერვიულობთ..
ემოცია, როცა პირველად ანი და მარიამი ერთად დავინახე, ენით აუწერელია, საოცრება იყო, გადმოცემა მიჭირს. რაც შეეხება ბავშვის გაზრდის პროცესს, მინდა გითხრათ, რომ მარიამი 7-8 თვემდე მე და ანიმ მარტოებმა გავზარდეთ, როგორც შემეძლო ისე ვეხმარებოდი ანის. ერთადერთი ძუძუ არ მიჭმევია, თორემ დანარჩენი რაც სჭირდებოდა, ეს იყო პამპერსის გამოცვლა, გართობა თუ სხვა, ყველაფერს ვაკეთებდი.
- ახლა რა ხნისაა მარიამი?
- 2 წლის.
- ბაღში დადის თუ ჯერ არა?
- არა, არ დადის და არც გვინდა, რომ შევიყვანოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ბაღი ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს ბავშვს, ამიტომ გვირჩევნია სახლში გაიზარდოს... შეძლებისადაგვარად გვეხმარება ყველა, ანის დედა, დედაჩმი, გვყავს ძიძა. ამიტომ ვამჯობინებთ ასე გავზარდოთ ბავშვი, ვიდრე ბაღში ვატაროთ.
- წიგნის კითხვა, თამაში – ამ ყველაფერს თუ აკეთებთ მარიამთან ერთად?
- კი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები ვართ, ამისთვისაც ვნახულობთ დროს და როცა ჩვენ არ ვართ, ჩვენი ძიძა ატარებს აღმზრდელობით სამუშაოებს. შემიძლია ვთქვა, რომ ძიძაში ნამდვილად გაგვიმართლა, მისი ძალიან მადლობლები ვართ, არაჩვეულებრივი ქალია. მარიამმა უკვე თავის ასაკთან შედარებით მეტიც იცის, ძალიან ინტერესიანია და ჩვენც ვცდილობთ ხელი შვუწყოთ.
- რა შეცვალა მარიამის დაბადებამ თქვენში?
- სრულიად ყველაფერი. სამყაროსადმი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება. ცხოვრების ხალისიც მეტი მაქვს. ჯერ ელენე დაიბადა და მან გაახალისა ჩვენი ოჯახი, ვამბობ ხოლმე, რომ ელენეც ჩემი შვილია, მას შემდეგ კი - მარიამმა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოჯახში არ უნდა იყოს პატარის ნაკლებობა, ყოველთვის უნდა გყავდეს პატარა, რომ მეტი ხალისით განაგრძო ცხოვრება.
ციცი ომანიძე