ეს საინტერესო ფოტოსესია ამაში დაგარწმუნებთ. მამაკაცები მართლაც ყველაფერზე არიან მზად, რასაც მათი პატარა ნებიერები - მათი ქალიშვილები მოითხოვენ. არადა, რომ ჰკითხო, ბიჭის დაბადება უფრო უხარიათ, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვების და ფსიქოლოგთა დაკვირვების თანახმად, მამას ქალიშვილთან გაცილებით უფრო თბილი და კარგი ურთიერთობა აქვს ხოლმე, ვიდრე ვაჟთან...