რაზე ნერვიულობენ და რა აღიზიანებთ ქმრებს 9 თვის განმავლობაში ერთ-ერთ გამოკითხვაში, რომელშიც 4000-მდე მომავალი მამა მონაწილეობდა, გამოაშკარავდა თუ რაზე ნერვიულობენ და რა აღიზიანებთ ქმრებს 9 თვის განმავლობაში:
1. ორსული ცოლის ხასიათის ცვალებადობა - მამაკაცს ძალიან უჭირს აეწყოს ცოლის ხასიათს.
2. სექსუალური ცხოვრების შეზღუდვა ორსულობის პერიოდში.
3. ცოლის ხშირი ჩივილები ცუდ განწყობაზე, თავბრუსხვევაზე, გულის რევაზე, წონის მომატებასა და და შეშუპებაზე.
4. გამუდმებული ჩივილები გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებით და გაუთავებელი მტკიცება იმისა, რომ მეუღლე ისევ ისეთი ლამაზი და მიმზიდველია.
5. საგემოვნო თვისებების შეცვლა.
6. მოთენთილობა, ძილიანობა;
7. ორსულის შიშები ბავშვის შესაძლო პათოლოგიებზე და მშობიარობის შესაძლო გართულებებზე.
ძვირფასო ქმრებო, სულგრძელობა გამოიჩინეთ ქალთა სისუსტეების მიმართ. ორსულობა მალე დამთავრდება და ლამაზად დაგვირგვინდება...