მინდა, რომ ამ ფოტოებზე რაღაც სხვა დაინახონ. ეს სიყვარულის ამბავია ეს სევდიანი და იმავდროულად მშვენიერი ფოტოები ბენ ნანერისა და მის ქალიშვილ ოლივიას ეკუთვნით. ასე მიაგეს პატივი ბენის ცოლისა და ოლივიას დედის გარდაცვალებას – ის 2011 წელს 31 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
ბენი და ალი 2009 წელს დაქორწინდნენ. სახლი ახალი ნაყიდი ჰქონდათ და მასში საქორწილო ფოტოსეისა მოაწყვეს. სულ რაღაც ორწელიწად-ნახევარში ალი გარდაიცვალა.
ბენმა და ოლივიამ (მათმა ქალიშვილმა), სხვა ადგილას გადაწყვიტეს გადასვლა და სანამ დატოვებდნენ მშობლიურ სახლს, ბენმა გოგონასთან სწორედ ისე გადაიღო ფოტოები, როგორც მანამდე ალისთან, როცა ისინი ბედნიერები და უდარდელები იყვნენ, თუნდაც მცირე ხნით.
"ბევრი მეკითხება, რას ვგრძნობდი ფოტოსესიის დროს. მინდა ყველამ იცოდეს, ეს არ არის ამბავი ტკივილსა და დანაკარგზე. კი, მე გავიარე ეს ყველაფერი და ახლაც გავდივარ ამ გზას, მაგრამ მინდა, რომ ამ ფოტოებზე რაღაც სხვა დაინახონ. ეს სიყვარულის ამბავია", - ამბობს ბენი.
"ალიზე მოგონებები ამ სახლში არ ცხოვრობენ, ისინი ჩვენთან არიან, ჩვენს გულებში".
ოლივიას დეიდა მელანი ამბობს, რომ ოლივია ხშირად უღებს რაღაც მინიშნებებს "ზემოდან". მაგალითად, მოულოდნელად საიდანღაც ჩნდება ბუმბულები. ოლივიამ ეს ბუმბული ფოტოსესიის დროსაც იპოვა...