რა არის საჭირო, რომ კარგი მამა იყოთ ბევრ კაცს ეშინია მამობის. მაგრამ იმიტომ სულაც არა, რომ ბავშვები არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათთვის ახალი და უცხოა. ამიტომ, ვინც მამობას აპირებს, მათ ურჩევენ, არ ჩაიციკლონ იმაზე ფიქრში, რომ იდეალური მამები გახდნენ, უბრალოდ უნდა მიჰყვნენ ცხოვრების დინებას, უსმინონ შვილის გულისცემას, დედის საჭიროებებს და ყველაფერი კარგად იქნება. რაც ყველაზე მეტად სჭირდება ბავშვს, ეს არის მოსიყვარული, სრულფასოვანი ოჯახი. ამისათვის მხოლოდ ის არის საკმარისი, რომ კაცი კარგი, მოსიყვარულე ქმარი იყოს, დანარჩენი ყველაფერი დალაგდება.