"ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც" წარმატებული ადამიანები ინტერვიუებში წარმატების საიდუმლოდ მუდამ ოჯახს ასახელებენ, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ცნობილ ქართველ მრავალშვილიან მამებზე მოგიყვებით:
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი მრავალშვილიანი მამა გახლავთ. მას 4 შვილი ჰყავს - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. უტა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, ის გვანცას და ცოტნეს მსგავსად ხშირად არასდროს ჩნდება საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით ბერა ივანიშვილზე. ბერა მღერის და პროდიუსერიცაა. მუსიკით არის გატაცებული გვანცა ივანიშვილიც.
გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილს ოთხი შვილი - ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს ჰყავს: ნინო, ანა, გიორგი და ნიკოლოზი. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში პრემიერმა გაამხილა, ხასიათთ მას ყველაზე მეტად უმცროსი ვაჟი ჰგავს: „ხასიათით უმცროსი ვაჟი, ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმე“.
ლევან ვასაძე
ლევან ვასაძის პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ის ოჯახთან ერთად იშვიათად ჩნდება. ცნობილ ბიზნესმენს, რომელმაც თავი სკანდალური შეფასებებით გაითქვა, 7 შვილი ჰყავს - 4 ვაჟი და 3 გოგონა. თუ მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ლევან ვასაძე შვილებს ტრადიციების დაცვით ზრდის და მამის მსგავსად ისინიც ეროვნული სამოსით იმოსებიან .
ზვიად ძიძიგური
პარლამენტარი ზვიად ძიძიგური ხუთი შვილის მამაა. ჰყავს 4 ბიჭი და ერთი გოგონა. ბავშვების აღზრდაში ძიძიგური ნაკლებად იღებს მონაწილეობას, პატარებს მისი მეუღლე და და ზრდიან. პოლიტიკოსის თქმით: "სკოლაში თავად მიყავს პატარები. უფროს ვაჟს სახელი - გიორგი მეუფე იობმა შეურჩია. დემნა კი - დემნა უფლისწულის პატივსაცემად დავარქვი. დანარჩენ შვილებს სახელი დედამ შეურჩია". ერთ-ერთ გადაცემაში ზვიად ძიძიგურმა გაიხსენა, რომ დაქორწინების შემდეგ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ ბოდბეში ილოცეს და ერთ წელიწადში პატარა გიორგი შეეძინათ.
კობა დავითაშვილი
პარლამენტარი კობა დავითაშვილი მრავალშვილიანი მამაა. მას 5 ბიჭი ჰყავს, რომლებსაც წმინდანების სახელები ჰქვიათ. კობა დავითაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია.
მამუკა ხაზარაძე
ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს 5 შვილი ჰყავს. ანი ლონდონში სარეჟისოროზე სწავლობს, ნიკა - შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე, ელენე ამერიკული აკადემიის სტუდენტია, სოფო, რომელიც მამიდის სეხნიაა კი მუსიკალურ ათწლედში სწავლობს. იოანე კი ჯერ მხოლოდ 6 წლიასაა. ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე შვილებს საკმაოდ მკაცრად ზრდის, თუმცა მათ პირად არჩევანში არასოდეს ერევა. როგორც ამბობენ, ის თბილისიდან ხშირად უგზავნიდა შვილებს წიგნებს საზღვარგარეთ და ამის გამო გაუჩნდა ონლაინბიბლიოთეკის შექმნის იდეაც. ამ რამდენიმე წლის წინ კი ერთი მეტად საინტერესო ამბავი გავრცელდა თბილისში, რაც საქართველოსთვის დიდი იშვიათობაა. იშვიათობაა, იმიტომ, რომ გაჭირვებული ოჯახის შვილები არ თანხმდებიან ყველანაირ სამსახურს. არადა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბარში "Down Town" მიმტანად მუშაობდა. წყაროს ცნობით, ანა ხაზარაძემ მანქანა დაამტვრია და მისი შესაკეთებელი ფულის შეგროვება საკუთარი შრომით გადაწყვიტა, აი, ამიტომაც დაიწყო მიმტანად მუშაობა. განაგრძეთ კითხვა