"მხვდებიან უცხო ადამიანები და მიყვებიან, რამდენი სიკეთე გაუკეთა მათ მამაჩემმა" - რას იხსენებს ოთარ რამიშვილის ვაჟი და ვის დარჩა მომღერლის გიტარა?
"მხვდებიან უცხო ადამიანები და მიყვებიან, რამდენი სიკეთე გაუკეთა მათ მამაჩემმა" - რას იხსენებს ოთარ რამიშვილის ვაჟი და ვის დარჩა მომღერლის გიტარა?
ყველასთვის საყვარელი მომღერალი ოთარ რამიშვილი სახლში, თავის სამ შვილთან, ჩვეულებრივი მამა იყო, მოსიყვარულე და მეგობრული. დღეს მას მისი ვაჟი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იხსენებს.

- როგორი მამა იყო ოთარ რამიშვილი?
- ოთარი იყო ძალიან მეგობრული მამა. ჩემთვის რჩება, როგორც ეტალონი მამობის. თავისი მეგობრობით ყოველთვის გაყენებდა არჩევანის წინაშე, რა იყო შენთვის ფასეული, როგორი უნდა ყოფილიყავი. არასდროს არ სარგებლობდა იმით, რომ იყო ცნობილი ადამიანი, არ იყო ამაყი. მისთვის ასაკი არ არსებობდა, ყველას მეგობარი იყო. არაჩვეულებრივი, მზრუნველი მამა გახლდათ, იძლეოდა გენიალურ რჩევებს და ყოველთვის გვასწავლიდა, რა
გზით უნდა გვევლო. მამასთან შედარებით დედა უფრო მომთხოვნი იყო.

- თვითონ თუ გასწავლიდათ გიტარის დაკვრას?
- დაახლოებით სამი წლის ასაკში დამაწყებინა გიტარის დაკვრა. სამი ძმა ვართ, სამივემ მუსიკალური განათლება მივიღეთ. უფროსი ძმა ჯაზმენია, უმცროსი ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა. როგორც გითხარით, დაკვრა სამი წლის ასაკში დავიწყე, უკვე ხუთი წლისამ, ფილარმონიაში, იმ დროინდელ საბჭოთა კავშირის გიტარისტების ფესტივალზე მივიღე მონაწილეობა.

- ხშირად გაკრიტიკებდათ თუ მოსწონდა თქვენი დაკრული?
- ოთარს კრიტიკაც ძალიან დახვეწილი ჰქონდა. ხუმრობით გეტყოდა ისე, რომ ვერც იგრძნობდი საყვედურს, ან ლექსს მოგიყვანდა მაგალითად. არასოდეს მიმართავდა შვილებს უხეშად.
mshoblebi
- შვილიშვილებს თუ გამოჰყვათ ბაბუის ნიჭი?
- სიმღერით ყველა შვილიშვილი მღერის. ლიზა რამიშვილი არის 18 წლის, რომელმაც თავის ასაკთან შედარებით ძალიან
დიდ წარმატებას მიაღწია. არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი ჩელისტი. სწავლობდა გერმანიაში, ახლო მომავალში შვეიცარიაში მიდის სასწავლებლად. ოქტომბერში ნიუ-იორკში „კარნეგი ჰოლში“ აქვს სოლოკონცერტი.

- როგორც ვიცი, ბატონი ოთარის ორიგინალური ჩანაწერები ეროვნულ არქივს გადაეცით. რატომ მოიქეცით ასე?
- დიახ, 70-80-იანი წლების ჩანაწერები, რომელიც ჩაიწერა სტუდია "მელოდია“-ში, მათ შორის არის სიმღერები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. დიდი საშიშროება იყო, ადვილად დაზიანებულიყო და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, განსაკუთრებული შენახვის პირობები და გარემო ჰქონოდა.
mshoblebi
-ბატონი ოთარის ლექსები გერმანულ ენაზეც ითარგმნა...
- დიახ, 90-იან  წლებში წინ მისი რამდენიმე ლექსები გერმანულად ითარგმნა, როცა გერმანელებმა მოისმინეს, ძალიან მოეწონათ. ახლა კი მისი ლექსებს ფრანგულადა თარგმნის ფრანგული ენის ფილოლოგი ნინო ნიკოლაშვილი. ოთარი ძალიან დიდი განათლების, მენტალობის მქონე ადამიანი იყო. სწავლობდა უცხო ენების ინსტიტუტში, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში. ძალიან ბევრი კინო და თეატრი აქვს მუსიკალურად გაფორმებული, მარჯანიშვილის თეატრში იყო ფანტასტიური სპექტაკლი "შთამომავლობა“ ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა, "ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო“, "ლონდრე“ და სხვა.

- როგორც ვიცი, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა და ხშირად იკრიბებოდნენ თქვენს სახლში. ამ პერიოდს როგორ იხსენებთ?
- მთელი საქართველო მისი მეგობარი იყო (იღიმის). ბავშვობიდან რაც თავი მახსოვს, ჩვენთან სულ სტუმრიანობა იყო. ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ საუკეთესო ადამიანები. (საუკეთესო ადამიანებს არ მოვიხსენიებ თავიანთი ჩინიდან გამომდინარე) თავიანთი მენტალობით, კულტურით, ზნეობით. ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ეს იყო ცხოვრებისეული სწავლების აკადემია. მათგან ვსწავლობდით უფროს-უმცროსის ურთიერთობას, ქალბატონების მიმართ დამოკიდებულებას, პატივისცემას, ვაჟკაცობას. ჩვენთან იკრიბებოდნენ პროფესორები, მომღერლები, მსახიობები, ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანები. ოთარის ოჯახში არ ხდებოდა ადამიანების კატეგორიებად დაყოფა, მისთვის ყველა ერთი იყო. ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო, 9-10 წლის ვიყავი. დილის შვიდი საათია, მესმის ხმაური, გავედი ოთახში და ვხედავ, სოლოლაკელი კოლორიტი ბღინკო, დგას მაგიდაზე და ცეკვავს „ჩიჩოტკას“, თამაზ ბათიაშვილი სახელმწიფო კვარტეტის მევიოლინე უკრავდა ვიოლინოზე, კოლია ქაშაყაშვილი - ფორტეპიანოზე, მამაჩემი - გიტარაზე. ეს იყო რაღაც საოცარი სანახავი, რომელიც გამყვება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ერთი თვისება ჰქონდა მამაჩემს, ვინც არ უნდა ყოფილიყო - მინისტრი, მსახიობი თუ უბრალო მოქალაქე, მათთან ურთიერთობა იწყებოდა სამზარეულოში სუფრის გაშლით.
იმის მიუხედავად, რომ უყვარდა ქეიფი, სტუმრები, იუმორი, იყო ძალიან სევდიანი ადამიანი. თავის სევდას, ფიქრს, შინაგან სამყაროს ლექსებში და სიმღერებში გამოხატავდა. ყველას ეგონა, რომ ოთარი მხიარული, უდარდელი ადამიანი იყო, ეს იმიტომ, რომ არავის ანახებდა თავის დარდს, სამაგიეროდ, თუ ვინმეს მოწყენილს ნახავდა, ყოველთვის ცდილობდა მის დახმარებას. უცხო ადამიანსაც რომ ეთხოვა დახმარება, არც კი დაფიქრდებოდა, ისე გაუწვდიდა დახმარების ხელს, სამაგიეროდ კი არაფერს ელოდა. დღეს მხვდებიან უცხო ადამიანები და მიყვებიან, რამდენი სიკეთე გაუკეთა მათ მამაჩემმა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
mshoblebi
mshoblebi
იყო შემთხვევები, მიდიოდა ლექტორებთან და ეუბნებოდა, ეს სტუდენტი არის ჩემი ძმისშვილი, ნათესავი, მეზობელი და მათთვის ქულებს აწერინებდა. იგივეს გვასწავლიდა ჩვენც, სამივე ძმას - უანგაროდ დაეხმარეთ ადამიანებსო. ძალიან სამართლიანი და პირდაპირო იყო, არასოდეს დაუწყებდა ადამიანს ქებას, თუ ის ამას არ იმსახურებდა. ვერ იტანდა უთანხმოებას. 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას დროს, როცა იყო დაპირისპირება, ორივე მხარეს შერიგების და დათმობისკენ მოუწოდებდა. ამ ორ მხარეს შორის დადიოდა და მათ შერიგებაზე ზრუნავდა. იმ დროს ან ერთ გუნდში უნდა ყოფილიყავი ან მეორეში. მე არ მახსოვს, რომელიმე მხარეს გაებედოს მისთვის და ეთქვას, თუ იმათ უმღერი, მაშინ აქ რაღა გამღერებსო.

- ლექსების და სიმღერის გარდა რა იყო მისი გატაცება?
- თევზაობის დიდი მოყვარული იყო. თვითონ ქსოვდა სათევზაო ბადეებს. ბონდო ბენდელიანმა აჩუქა სანადირო თოფი, ძაღლიც ჰყავდა, მაგრამ ნადირობის სურვილი არასოდეს გასჩენია.

- მისი ნაქონი გიტარა ვის დარჩა სახსოვრად?
- მამას გიტარა მე დამრჩა. ჩემს სახლში საპატიო ადგილას დაიდო ბინა.
მერი ბლიაძე
8741
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
mmg
0
მამა კარგი გყავდა კი!
14:46 / 13-08-2020
keti
0
ბატონი ოტარი მარტლაც დაუვიცკარი და საუკეტესო ადამიანი იკო და იკნება საკარტველოსტვის ერტი და ერტადერტი მეორე ოტარ რამისჰვილი არ იკნება გმერტმა ნატელსჰი ამკოპოს
12:15 / 13-08-2020
მსგავსი სიახლეები