მამაკაცებს შესთავაზეს განეცადათ ყველაფერი, რასაც ორსული და დედა განიცდის, აი, რა შედეგი მიიღეს მათ... - მშობლები

მამაკაცებს შესთავაზეს განეცადათ ყველაფერი, რასაც ორსული და დედა განიცდის, აი, რა შედეგი მიიღეს მათ...

2016-05-07 05:24:32+04:00

ამ მამაკაცებმა თავიანთი სურვილით გამოსცადეს ეს ყველაფერი და გაოგნდნენ... ბავშვის მოლოდინი მეტად ამაღელვებელი მოვლენაა ყოველი წყვილისათვის, ოღონდ მოვალეობები არათანაბრადაა გადანაწილებული. ქალმა ტკივილებით უნდა იმშობიაროს და შემდეგ გამოკვებოს ბავშვი. მამაკაცი მხოლოდ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სთავაზობს მეუღლეს. ამ შემთხვევაში ყველაფერი იცვლება...

ჯეინ ჯიანგმა შექმნა ცენტრი, სადაც ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია შეიგრძნოს ყველაფერი ის, რასაც ქალი შეიგრძნობს მშობიარობის დროს. 10 დღის მანძილზე პროგრამაში მონაწილე ყველა მამა გადაიქცევა დედად. ასეთ ექსპერიმენტზე ცოტა მამაკაცი თუ დათანხმდება. მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც სურდათ უფრო მეტად გაეგოთ და შეეგრძნოთ ყველაფერი, რასაც მათი მეორე ნახევრები განიცდიდნენ.

აქ მამები გარდაიქცევიან დედებად... ეს კი არ არის იიოლი!

mshoblebi

მამებს ეძლევათ საშუალება შეიგრძნონ, ძუძუთი კვების დროს, როგორ იკბინება ახალშობილი.

mshoblebi

რას გრძნობენ ქალები მშობიარობის დროს...

mshoblebi

10 დღიანი კურსის დროს მამაკაცებს არ აქვთ უფლება, დროზე ადრე გამოეთიშონ პროგრამას. ამ ხნის განმავლობაში მათ უნდა მიხედონ და მოუარონ " ბავშვებს".

სწავლობენ პამპერსის გამოცვლას.

mshoblebi

ერთი კურსის ღირებულება 1400 დოლარია.

mshoblebi

ჯეინი ამბობს, რომ მსგავსი კურსები დადებითისკენ შეცვლის ქალის განცდების, ტკივილებისადმი დამოკიდებულებას.