როგორ ერთობიან მამები მძინარე შვილებით - მოცლილი კაცების გატაცება - მშობლები

როგორ ერთობიან მამები მძინარე შვილებით - მოცლილი კაცების გატაცება

2016-06-27 19:43:16+04:00

რა შეიძლება იყოს მამისთვის ყველაზე მოსაწყენი საქმე? რა შეიძლება იყოს მამისთვის ყველაზე მოსაწყენი საქმე? რა თქმა უნდა, მძინარე ბავშვის საწოლთან "ყურყუტი" და დარაჯის როლის შესრულება. თუმცა, "გაჭირვებული" მამა ოთხ კედელს შორისაც მოახერხებს გასართობის პოვნას. რეცეპტი მარტივია: აიღეთ ხრაშუნა საუზმის ფანტელები და მძინარე ბავშვის სხეულზე პირამიდების აგება დაიწყეთ... საჭიროა სიზუსტე, აკურატულობა და კატის მოქნილობა. ერთი სიტყვით, მოცლილი კაცის საქმეა, თუმცა ამის მომგონმა ძალიან ბევრი მამა აიყოლია და ეს მამები დღეს დიდი აზარტით "რთავენ" მძინარე პატარებს ამ ჰაეროვანი კოშკებით.

mshoblebi

ამ თამაშის წამომწყები პატრიკ კვინია. მისი შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, მოწყენილობა იყო, როცა ცოლმა 3 წლის მძინარე შვილის დარაჯობა დააკისრა. სულ არ ელოდა, მაგრამ მის წამოწყებას ასობით მამა შეუერთდა. ლამის ჩემპიონატი მოაწყვეს ამ კოშკების აგებაში.

mshoblebi

ჩემპიონის ტიტულისთვის აქამდე 16 სართულიანი კოშკი კმაროდა. სხვათა შორის, ამხელა მიღწევა თავად კვინს არასოდეს ჰქონია.

mshoblebi

ახლახან კი ამ საერთაშორისო მარათონს ახალი ჩემპიონი გამოუჩნდა - მან მძინარე შვილის ლოყაზე 22 სართულიანი კოშკი ააგო.

mshoblebi

ვისაც ხრაშუნა ფანტელები გაუთავდა, კანფეტებით განაგრძო ასპარეზობა.

mshoblebi

სხეულზე რამდენიმე პირამიდის აგებაც არ გახლავთ იოლი საქმე

mshoblebi

mshoblebi

შენება ფხიზელ ბავშვზეც შეიძლება. "სოსკა" ყველანაირ ხმას დაახშობს.

mshoblebi

ახალბედა მამას შეიძლება სპორტისთვის არ ეცალოს, მაგრამ კოშკობანას ჩემპიონატისთვის ყოველთვის მოიცლის.