"სანამ მშობელი არ გახდები, ვერ მიხვდები, რა არის სინამდვილეში დაღლილობა..." ჩემი მეგობარი მამა გახდა და უკვალოდ დაიკარგა. კინოში წასვლაზე უარს ამბობს, საღამოებზე აღარ დადის, ტელეფონის ზარებს არ პასუხობს, ფეისბუქზე შედის მხოლოდ იმიტომ, რომ განათავსოს ბავშვის "მიღწევები": პირველი სიცილი, პირველი კბილი, პირველი ნაბიჯები.
რა ხდება? - უკვირთ ჯერ კიდევ უშვილო მამებს. ერთ-ერთი ახალგაზრდა, 2 წლის ბიჭის მამა იმ კითხვებზე პასუხობს, რაც აინტერესებთ მის უცოლო მეგობრებს.
1. ჩემი შვილის ფოტოებით სავსეა ჩემი ფეისბუქ-გვერდი.
ადრე ფოტოებს ვიღებდი ვახშმობის დროს - რესტორანში და საღამოებზე, ახლა კი პატარასთან ერთად ვიღებ სელფებს. მე და ჩემი მეუღლე ვამაყობთ ჩვენი ბიჭუნას ყოველდღიური "მიღწევებით". მინდა მისი ყველა ახალი "მიღწევა" ფოტოზე აღვბეჭდო.
2. მაშინვე არ ვპასუხობ მესიჯებს.
თუ მესიჯი ჩემი სახლში ყოფნის დროს მოვიდა და ვერ ვუპასუხე, 90% - ბავშვს ვაძინებდი, ან ვუცვლიდი საფენებს. დანარჩენ 10% - უბრალოდ ვიწექი და ხელ-ფეხის განძრევის თავიც კი არ მქონდა. გადავწყვიტე, მეპასუხა მეორე დღეს. მეორე დღეს კი დრო აღარ მქონდა. ეცადეთ "დამიჭიროთ" 17:50-ზე, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებისას გამოვდივარ მეტროდან - სახლში მისვლამდე.
3. თუ სადმე დამპატიჟებთ, ყოველთვის მოვძებნი არწამოსვლის მიზეზს.
"ჩემი ოჯახის 100 წევრიდან არც ერთს არ აქვს დრო, ამიტომ ისევ მე მომიწევს ბავშვთან დარჩენა. მოდით, სხვა დროს იყოს..." სინამდვილეში ბოლომდე მაინც ვერ მოვდუნდები და მშვიდად ვერ დავლევ ლუდს.
4. თუ წამოვედი, მთელი დღე მხოლოდ ჩემს შვილზე ვილაპარაკებ.
იმიტომ, რომ ბავშვები ისეთი საყვარლები არიან. ყოველდღე ახალ-ახალი მიღწევები აქვთ - მაგალითად, დღეს თქვა "აღუ!" მერე ხმამაღლა გაიცინა - წარმოგიდგენიათ?
5. სექსი? რაღაც ნაცნობია, მაგრამ რა არის ეს?
საინტერესოა, სწორედ მისი წყალობით მოევლინა ჩვენი ბიჭი ქვეყანას. ახლა მაგისი დრო არ გვაქვს. ძილი ხომ ნამდვილი "კაიფია".
6. ღმერთო, როგორ დავიღალე.
ადრეც ბევრჯერ მითქვამს სამუშაო დღის ბოლოს ეს სიტყვა. მაგრამ უნდა გახდე მშობელი, რათა შეიგრძნო ამ ახალი დაღლილობის გემო.
7. სამსახურში - როგორც დღესასწაულზე.
არ მინდა ვიყო ცუდი მშობელი, მაგრამ ეს ისეთი შვებაა - იმყოფებოდე ოფისში. დიახ, თავს ვგრძნობ დამნაშავედ, როდესაც ამას ვამბობ, მაგრამ უფრო ადვილია 8 საათი მონიტორის ყურება, ვიდრე იმის გამოცნობა, თუ რატომ მიზეზობს ბავშვი მთელი დღის განმავლობაში.
8. ცოტა წონაშიც მოვიმატე.
მივეჩვიე კარგად გამოვიყურებოდე და კარგად ვგრძნობდე თავს. მაგრამ ახლა, როდესაც სახლში პატარა ბავშვია, არ გვაქვს დრო ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით და ვიაროთ სპორტ- დარბაზში. სადილობა გვიწევს ორმაგი ჩიზბურგერითა და კარტოფილით. შედეგიც სახეზეა...
9 რეცხვა....
უკვე აღარ გვყოფნის ერთი კალათა ჭუჭყიანი სარეცხისთვის. არც კი ვიცოდით უკვე სამსულიანმა ოჯახმა, რომ სარეცხის მანქანას მთელი დღე - შეუჩერებლად შეეძლო მუშაობა. ვინმემ გვიშველეთ!