"მე მესამე გოგო ვარ ჩვენს ოჯახში. სწორედ მე გახლავართ გვარის გაგრძელების „უპერსპექტივობის“ უკანასკნელი მიზეზი" წერილები მამებზე - "მე ვატოსი უფრო მჯერა!" – თაკო როდონაია
მე მესამე შვილი ვარ ჩვენს ოჯახში, მესამე გოგო. სწორედ მე გახლავართ გვარის გაგრძელების „უპერსპექტივობის“ უკანასკნელი მიზეზი. ჩემამდე კიდევ ორი გოგო დაიბადა, ნინო და ნანა. სამივე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. დები არავის ვგონივართ. თუმცა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო.
მამას სამივე ვატოს ვეძახით. ასე უფრო მოგვწონს. უფრო უხდება.
მე და ნანას „რეზინობანას“ თამაში გვიყვარს. ნინო ხტუნვას ვერ იტანს. ამ თამაშს სამი ადამიანი სჭირდება. მესამე ვატოა. მორჩილად დგას რეზინის ერთ ბოლოში. ყველა ჩვენს ახალ მიღწევას აღფრთოვანებით ხვდება. ისე, რამდენიმე დღის წინ, ეზოში ვთამაშობდით და ვიღაც ქალმა შენიშვნა მოგვცა, გოგო ასე იქნევდეს ფეხებს სირცხვილიაო. მამაჩემი კი გვაქებს. მე ვატოსი უფრო მჯერა.
სკოლაში კალიგრაფიის გაკვეთილები შემოიღეს. ჩემი ბატისფეხური არავის მოსწონს. მასწავლებელი ცდილობს ასოების მოხაზულობა შემიცვალოს, სხვანაირად წერა მასწავლოს. ყური მოვკარი, ვიღაცამ თქვა გოგო ასე წერდეს, სირცხვილიაო. არადა მამაჩემმა მითხრა, თუ გინდა მაგ გაკვეთილზე საერთოდ ნუ შეხვალ, წერე როგორც მოგწონსო, ხოდა მე ვატოსი უფრო მჯერა. განაგრძეთ კითხვა