"არ ვიცი, როდის დამინახა უკანასკნელად მამაჩემმა..." - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური წერილი მამაზე
"არ ვიცი, როდის დამინახა უკანასკნელად მამაჩემმა..." - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური წერილი მამაზე
მამაჩემმა იცის – ია ვეკუა

არ ვიცი, როდის დამინახა უკანასკნელად მამაჩემმა, ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ, მოზარდობისას, პატარა გოგო რომ ვიყავი, როდესაც ჩემი აღზრდა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. დაბადებიდან სუსტი მხედველობის მქონემ ასაკთან ერთად სინათლე ორივე თვალში, ფაქტობრივად, მთლიანად დაკარგა. ამის გამოა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტელევიზორის წინ კი არა, გვერდით ზის, ყური აქვს მიდებული და მსოფლიოში მომხდარს ასე იგებს. დღის განმავლობაში მოსმენილს 21:00 საათიანი გამოშვების დასრულებისთანავე აანალიზებს: გონიერებისკენ მოუწოდებს მერკელს, ხისტ პოლიტიკას მოითხოვს ობამასგან, აღშფოთების ხარისხს უწუნებს მთელ ევროპარლამეტს,
პუტინს კი… არა, ამას ვერ დავწერ, სირცხვილია.

ზუსტად დღეს დილით იხსენებდა – ბავშვობაში, ასე, ათი წლისას, სკოლაში სასიარულოდ ველოსიპედი რომ უყიდეს. ვუსმენ და ვერაფრით წარმოვიდგენ პედლების ტრიალში ჩართულ მამაჩემს, რადგან მხედველობის გამო ფიზიკურად აქტიური არასდროს ყოფილა. ალბათ ათი ნაბიჯიც არ ექნება გარბენით გავლილი, არასდროს უთამაშია ფეხბურთი და არც ხეზე აცოცებულა. სამაგიეროდ ყველაფერი იცის. თუ სხვისი მამა ძლიერია და ასკილოიანი შტანგით ვარჯიშობს, მამაჩემს სამნიშნა ციფრების ზეპირად გამრავლება შეუძლია; თუ სხვისი მამა კოსმონავტია, მამაჩემმა საქართველოს ისტორიიდან ყველა მნიშვნელოვანი თარიღი იცის; თუ სხვისი მამა მინისტრია, მამაჩემმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა თქვას მაშინ, როდესაც მისი აზრი ჩემთვის
გადამწყვეტია.
ახლა რომ ვიხსენებ, არც ჩემი და არც ჩემი ძმის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია (ჩვენს სკოლაში ერთადერთხელაა ნამყოფი, როდესაც დირექტორმა მაშინ ძალიან მოდური „მამების კრება“ დანიშნა და მთელი სკოლის მამობა სააქტო დარბაზში შეკრიბა. ამ კრების აუცილებლობა, მიზანი და შედეგი დღემდე ბერმუდის სამკუთხედივით ბუნდოვანია). აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ არც მაშინ ჩარეულა, როდესაც გადაწყვეტილებას თავად ვიღებდით. შედეგად, მამას, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე, უნივერსიტეტი კი წითელი დიპლომით დაამთავრა, ორი უდიპლომო შვილი ჰყავს, რის გამოც დიდი ხანია აღარ წუხს – ეს რეალობა გადაიტანა, მიიღო ან უბრალოდ გაგვიგო, ჩემი ყოველი წარმატების შემდეგ კი ამაყ მონოლოგს ასე იწყებს: „დიპლომს ჭკუა რომ ჰქონდეს…“ განაგრძეთ კითხვა
2055
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?