პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საიდუმლო ბავშვის აღზრდაში, რომელიც პრინცმა უილიამმა გაგვანდო
პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საიდუმლო ბავშვის აღზრდაში, რომელიც პრინცმა უილიამმა გაგვანდო
ყველა მშობელს აქვს შემუშავებული თავისი მეთოდი, რაც ეხმარება ბავშვის აღზრდაში. შესანიშნავია, თუ გაქვთ რიტუალი, რომელიც აგრძნობინებს ბავშვს, თუ რაოდენ ძვირფასია ის თქვენთვის.
გთავაზობთ სტატიას პრინც უილიამზე, რომელიც დაეხმარება მშობლებს, ყურადღება გაამახვილონ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიუანსზე.

mshoblebi
ფოტოებზე კარგად ჩანს 3 წლის ჯორჯთან ჩამუხლული კემბრიჯის ჰერცოგი.

mshoblebi
დედოფალ შარლოტას ნათლობის დროს ძალიან ხმაურიან ვერტმფრენთან.

პრეზიდენტ ობ
ამასთან ერთად პრეზიდენტის ვიზიტის დროს კენსინგტონის სასახლეში...
mshoblebi
ექსპერტების აზრით, ყველა მშობელმა უნდა გამოიყენოს ეს უბრალო მეთოდი. როდესაც ბავშვთან ჩაიმუხლებით, ჩახედეთ მას თვალებში. ექსპერტები ამ მეთოდს აქტიური მოსმენის ტექნიკით მოიხსენიებენ. ამ დროს ბავშვები გრძნობენ, რომ მათი სიტყვები მშობლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს მეთოდი კარგად მუშაობს ბავშვის თვითშეფასებაზეც, ავითარებს ნდობას მშობელსა და ბავშვს შორის და ეხმარება საერთო ენის პოვნაში ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ფსიქოლოგები რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს, შეაჩერონ თავიანთი საქმეები მაშინ, როდესაც ბავშვი მოგმართავთ, რათა მთელი ყურადღება მხოლოდ მისკენ იყოს მიპყრობილი. ასე რომ, როდესაც ბავშვს ექნება სურვილი თქვენთან დალაპარაკებისა, ჩაიმუხლეთ მასთან, ჩახედეთ თვალებში და ყურადღებით მოუსმინეთ. ეს მარტივი, მიღებული და გამოცდილია სამეფო ოჯახის მიერ.
თვალით კონტაქტი დაგეხმარებათ საერთო ენა გამონახოთ თქვენს შვილთან!

18774
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
sicocxle
0
პრინცესა დაიანამ გაალამაზა ამატი გენეტიკა . გიორგი ძალიან საყვარელია მხოლოდ ჩახუტება და კოცნა მოგინდება.
03:25 / 09-08-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?