„მე მისთვის ჯერ ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ უკვე თქვა პირველი სიტყვა...“
„მე მისთვის ჯერ ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ უკვე თქვა პირველი სიტყვა...“
ექვსი თვის წინ გოგა ჩანადირის ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ანიტა გამოჩნდა, რომელმაც, როგორც ჩანს, გოგას ცხოვრება სრულიად შეცვალა. ფოტოხელოვანი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, იყოს კარგი, უფრო ზუსტად - ძალიან კარგი მამა, იზრუნოს მასზე და არ მოაკლოს შვილს მშობლიური სითბო და სიყვარული.
როგორც ირკვევა, პატარა ანიტამ დღეს გოგას გაოცება კიდევ ერთხელ შეძლო, პირველი სიტყვა თქვა და ეს „მამა“ იყო. გოგამ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში გაუზიარა მეგობრებს:

„კი ველოდი ამ შეგრძნებას, მაგრამ ასე მალე არა, რადგან საამისოდ ის
ჯერ კიდევ პატარაა. ჯერ 6 თვისაც არ არის...
თუმცა ტიტინი მალე დაიწყო, ხელების წინ წამოწევა, ამიყვანეს ნიშნად, სახეზე მოთათუნება - ნაცნობი სურნელისა და ცოტა წვერმჩხვლეტავი კანის შესაგრძნობად.
მე მისთვის ჯერ ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ უკვე თქვა პირველი სიტყვა.
ამას ველოდი, ამ შეგრძნებას ველოდი, იმასაც ველოდი, რომ ეს პატარა გოგო - ანიტა რომ ჰქვია, ჯერ დედას იტყოდა და მერე ყველაფერს, მაგრამ "მამა" - ეს მისი პირველი სიტყვა რომ იყო, ჯერ არ ველოდი“, - წერს აღფრთოვანებული გოგა.
თეკლა ჟვანია

1935
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?