"ცივ ზამთარშიც, საბნის ქვეშიდან ხელს გამოვყოფდი და მამას ჩავკიდებდი, დავითვლიდით ათამდე..."
"ცივ ზამთარშიც, საბნის ქვეშიდან ხელს გამოვყოფდი და მამას ჩავკიდებდი, დავითვლიდით ათამდე..."
ისევ ის ბიჭი, ხუჭუჭა, პატარა – ანი გიგაშვილი
მამაჩემი ერთი მელოტი ბიჭია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერძალა ზომიერად მარილიანი, უგემრიელესი ბორშის გაკეთებაა. მელოტია-მეთქი კი ვთქვი, ასეთი მახსოვს, მაგრამ თუ ბებიაჩემს და ძველ საოჯახო ალბომს დავუჯერებთ იყო დრო, როცა ხუჭუჭა ბიჭი იყო. აი ისეთი ხუჭუჭა, ყველა სავარცხელს რომ კბილები ტყდებოდა.
ჩვენი „მეგობრობა“ მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა მშობლებმა თავიანთი საწოლი ცოტა ჩააჩოჩეს და კარადის გვერდით ჩემი პატარა საწოლი დადგეს. იმ დღის შემდეგ, ცივ ზამთარშიც, საბნის ქვეშიდან ხელს გამოვყოფდი და მამას ჩავკიდებდი, დავითვლიდით
ათამდე, არეულად და ციფრების გამოტოვებით და ჩამეძინებოდა. ზღაპრების კითხვა, ჩვენმა ხელიხელჩაკიდებულმა ძილმა ჩაანაცვლა. და როცა ედიკაზე საუბარს ვიწყებ, ყოველთვის ეს რიტუალი მახსენდება. როგორ ვიწყებდი მისი ხელის ძებნას სიბნელეში, ჩვენი საწოლების გზაგასაყარზე და როგორ არასდროს, არასდროს მერეოდა დედაჩემის და მამაჩემის ხელები ერთმანეთში.

რამდენიმე კვირის წინ, სიცხნიანს დაძინება რომ გამიჭირდა, ხელი საბნის ქვეშიდან გავყავი და ედიკას ხელის ძებნა დავიწყე. საწოლის მეორე მხარე ცარიელი და ცივი იყო და მივხვდი რომ ეს რიტუალი უკვე დიდი ხანია ტელეფონზე საუბრებმა ჩაანაცვლეს. უფრო ადრე კი, როცა ჩემმა მშობლებმა თავიანთი საწოლები ისევ უკან ჩამოაჩოჩეს და ჩემი ოთახი მომცეს, ძილისპირულ შუბლზე კოცნაში
გავცვალეთ სამყაროში ყველაზე თბილი და იდუმალი ათამდე თვლა, არეული და ციფრებგამოტოვებული.

”თამამად დაუშვი შეცდომები, რომ ისწავლო...” - ქართველი მამის ემოციური წერილი ქალიშვილს

თუ სწორად მახსოვს, ბებიაჩემმა, იზოლდამ, სულ ორჯერ გამომიყვანა ბაღიდან დროზე ადრე. ერთხელ როცა სოფლის ავტობუსზე გვაგვიანდებოდა და მეორედ როცა მამაჩემი სახლში მხოლოდ 10 წუთით დაბრუნდა. დაბნეული ვიდექი სამზარეულოში, ჩემს ზურგსუკან კი მამაჩემი იდგა და ჩემთან ნანატრ ჩახუტებას ელოდა. და ალბათ, დღეის შემდეგ სულ რომ საუკუნე გვქონდეს მე და ჩემს დადას დარჩენილი, ვერაფერი გაუტოლდება იმ ათი წუთის ბედნიერებას, ჩვენს ბედნიერებას. არ ვიცი ახსოვს თუ არა მამაჩემს ეს დღე, ისიც კი არ ვიცი მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ჩემი მეხსიერება მეუბნება რომ იმ რამდენიმე წუთზე აღტაცებული მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი. განაგრძეთ კითხვა
11792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნაკა
0
ეს ის თემაა,როცა ვთბები,გულში ლღვება რაღაც,ვტკბები და ბედნიერი ვარ უზომოდ სხვისი ბედნიერებით...
10:11 / 15-02-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?