"მინდა ვაჩვენო ყველას, სინამდვილეში როგორ გამოიყურება ოჯახი და ბავშვები მშობლის გადმოსახედიდან..." ბევრს აღიზიანებს Instagram-ში განთავსებული იდეალური ფოტოები, რადგან ისინი გაფილტრული და დაგეგმილი კადრებია და არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან. ალბათ, ამიტომაც საიმონ ჰუპერმა, რომელიც 4 გოგონას ბედნიერი მამაა, გადაწყვიტა თავისი "ექაუნთის" მეშვეობით სოციალურ ქსელში ეჩვენებინა, თუ როგორ გამოიყურება არც ისე ადვილი, მაგრამ სასიამოვნო მშობლის ხვედრი. შედეგი? საიმონს უკვე 190 000 გამომწერი ჰყავს და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. "მინდა ვაჩვენო ყველას, სინამდვილეში როგორ გამოიყურება ოჯახი და ბავშვები მშობლის გადმოსახედიდან, რადგან სოციალურ ქსელში ბავშვთა აღზრდის შესახებ ძირითადად შელამაზებული რეალობაა ასახული. ასე რომ, შევეცადე გამეზიარებინა სხვებისთვის, თუ როგორია მამობა, ამასთან შელამაზებული იუმორის გარეშე".
უფროსი გოგონა - 9 წლისაა, მეორე - 6, ხოლო ტყუპი - 10 თვისები არიან.
"ამ კვირას უფროს გოგონას სკოლაში დაეწყო მეცადინეობები სექსუალური განათლების საკითხებში. ის ამ საკითხს უდგება ჭკვიანურად, რადგან მისი დედა პროფესიით გინეკოლოგია. ასე რომ, ჩემმა გოგონამ ჩასახვისა და მშობიარობის შესახებ მეტი იცის, ვიდრე მისმა თანატოლებმა. დღევანდელი დღე (სანამ დედა არ იყო სახლში), შეარჩია იმისთვის, რომ დაესვა შეკითხვები, როგორც მამაკაცთან. თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა შევეცადე ყველა კითხვაზე მეპასუხა. ყველაზე რთული შეკითხვა ასე ჟღერდა: "ხმარობ თუ არა დამცავ საშუალებებს?"- "დიახ". – "მაშინ რატომ გყავთ ამდენი შვილი?" - "სიჩუმე".
"უძილო ღამის შემდეგ".
"ტყუპი უკვე სინათლის სისწრაფით და უხმაუროდ გადაადგილდება ოთახიდან ოთახში ისე, თითქოს დაქირავებული მკვლელები იყვნენ. საკმარისია ერთი წუთით მოვაშორო თვალი, რომ ისინი უკვე შლიან ჩემს ველოსიპედს და თავიდან ბოლომდე ამოსვრილი არიან ზეთში".
"ყველა ერთადაა ჩართული საოჯახო სადილის მომზადებაში".
" ჩვენმა დედიკომ წიგნი დაწერა და დღეს ჩაიტვირთა Amazon-ზე".
"ყველა მამაკაცს შეუძლია 20 სანტიმეტრის სიგანეზე წოლა, თუ მარტო მე?"
"ბანაობის დროა".
"დამავალეს ბავშვის ჩანთის ჩალაგება. მზადაა".