ზოგჯერ მამები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ბიჭის აღზრდაში... ჩემი ბიჭი 8 წლისაა. ერთ მომენტში მივხვდი, რომ მისთვის ავტორიტეტი აღარ ვიყავი. ის აღარ მიჯერებდა, მეუხეშებოდა და თავნებობდა. ურთიერთობის დალაგებაში ექიმ კომაროვსკის ეს რჩევები დამეხმარა.
ცნობილი პედიატრის დახმარებით ეს ურთიერთობები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღდგა და მინდა თქვენც - მოსიყვარულე მამებს გაგიზიაროთ ეს 5 სასარგებლო რჩევა.
რჩევა პირველი - მამას შეუძლია!
ზოგჯერ მამები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ბიჭის აღზრდაში. სწორედ მათი გავლენით ყალიბდება ხასიათი, ჩვევები და მსოფლმხედველობა. არც ერთი წუთით არ შეიძლება მოდუნება. გათვითცნობიერებული უნდა გქონდეთ, რომ თქვენი თითოეული ქმედება "შეისრუტება" მათ მიერ სასარგებლოდ ან საზიანოდ. "იმისათვის, რომ ბავშვს მამისადმი პატივისცემა გაუჩნდეს, ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოთ, როცა ის დაინახავს: მამა უფრო ჭკვიანია, მამა უფრო ძლიერია, მამას შეუძლია და მამისგან ამის სწავლა შეიძლება".
რჩევა ნომერი 2 - დროის ერთად გატარება!
ახლანდელი მამები ბავშვებს ნაკლებ დროს უთმობენ და ამას დროის უქონლობით და დამღლელი სამუშაოთი ხსნიან. თუ რეალობაში ბევრს მუშაობთ, შეითავსეთ მამობაც და სამუშაოც. სამუშაოს ნაწილი სახლში შეასრულეთ. ანახეთ შვილს, რომ მუშაობთ. წაიყვანეთ სამსახურში ექსკურსიაზე. ასევე ძალიან ადვილია პატივისცემის მოპოვება მაშინ, თუ სათევზაოდ წახვალთ ან ერთად ააშენებთ რამეს.
რჩევა ნომერი 3 - იყავი ლიდერი
გაუღვიძეთ ბიჭს სურვილი, მოგბაძოთ. ბავშვები ხომ მშობლების მაგალითზე იზრდებიან. გახდით ნამდვილი მამაკაცის სახე, რომელიც პატივს სცემს ქალებს, ოჯახს, ვაჟკაცურად იტანს სიძნელეებს და აღწევს თავის მიზანს. "რთულია მხოლოდ თეორიულად იყო ლიდერი. თანამედროვე ყოფა ხელს გვიშლის ლიდერობაში," - ხაზს უსვამს ცნობილი ექიმი.
რჩევა ნომერი 4 - მეგზური მამაკაცების სამყაროში
უნდა ასწავლოთ ბიჭს მამაკაცური საქმეები. მიაღებინოთ მონაწილეობა სახლის საქმეებში. ასწავლოთ მანქანის ტარება, ივარჯიშოთ მასთან ერთად. "ამისათვის თან დაგყავთ ბავშვი სათევზაოდ, ბუნებაში, ვარჯიშობთ მასთან ერთად და ხდებით მისთვის სამაგალითო. ეს ყველაზე მთავარია", - გვირჩევს პედიატრი.
რჩევა ნომერი 5 - ითამაშე
ბევრ მამას საჩუქრებით უნდა იოლად გამოსვლა. გაერთეთ მასთან ერთად და დაბრუნდი ბავშვობაში. "მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს არა მარტო კარტისა და ბილიარდის თამაში, არამედ საკუთარ შვილთან გართობაც", - წერს ევგენი კომაროვსკი.