პაატა იმნაძე: "მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილებს კიდევ უფრო დავუახლოვდი"
პაატა იმნაძე: "მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილებს კიდევ უფრო დავუახლოვდი"
"ერთადერთი პერიოდი, ჩემს შვილებს როდესაც ძალიან დაუახლოვდი, მაშინ მოხდა, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ძალიან პატარები აღარ იყვნენ, მაგრამ არც დიდები - სკოლას ამთავრებდნენ. 2011 წელი იყო, სამსახურიდან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და მთლიანად ბავშვებს დავუთმე"... - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამჯერად მშობლის ამპლუაში გაგვეცნო…

- მკაცრი მამა ნამდვილად არ ვყოფილვარ! იმდენად დაკავებული ვიყავი ჩემი სამსახურის გამო, ყოველთვის მენატრებოდა შვილებთან ერთად თამაში... არ ვყოფილვარ მათ აღზრდაში ისე ჩართული, როგორც უნდა იყოს ნორმალური მამა!

- როდესაც სამსახურში მიდიოდით,
ბავშვებს ეძინათ და რომ ბრუნდებოდით, ისევ ისე იყო?

- დიახ, დაახლოებით ასეთი სურათი იყო! თუმცა სულ რომ სახლშიც ვყოფილიყავი, მკაცრი მამა მაინც არ ვიქნებოდი! როდესაც შვილებთან ერთად ვიყავი, არც მახსენდება, როდესმე ან გავბრაზებულიყავი, ან დამესაჯა და ასე შემდეგ...

- რამდენად აკონტროლებდით მათ სწავლა-განათლებას?
- ერთი-ორჯერ ვყოფილვარ ბაღში მათთან ერთად ზეიმზე და სკოლაშიც რაღაც ღონისძიებებზე... როდესაც გამოსვლა ჰქონდათ ბაღში თუ სკოლაში, მაქსიმალურად ვცდილობდი, იმ დროს მაინც მივსულიყავი და მენახა მათი "შემოქმედება"... მამა აუცილებლად მეგობრულად უნდა იყოს შვილებთან. მით უმეტეს, როცა გოგონები გყავს შვილები. მე ტყუპი გოგონა მყავს.
mshoblebi
- როგორც ექიმი, როგორი იყავით შვილების მიმართ - ყოველთვის მკაცრად იცავდით მათი ჯანსაღი კვების წესებს, ჰიგიენის ნორმებს და ასე შემდეგ...
- მაქსიმალურად ვცდილობდი არ დაელიათ გაზიანი სასმელები, რომლებიც ძალიან უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, სწრაფი კვების ობიექტები არ შეყვარებოდათ, მაინც შეიყვარეს... მაშინ სულ ორი-სამი სწრაფი კვების ობიექტი იყო მთელ ქალაქში.
ერთადერთი პერიოდი ჩემს შვილებს როდესაც ძალიან დაუახლოვდი, მაშინ მოხდა, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ძალიან პატარები აღარ იყვნენ, მაგრამ არც დიდები - სკოლას ამთავრებდნენ. 2011 წელი იყო, სამსახურიდან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და მთლიანად ბავშვებს დავუთმე. სულ ვცდილობდი მათთან ერთად ვყოფილიყავი... მგონია რომ ამ რთულ პერიოდს გავუმკლავდით. ახლა ორივე დაოჯახებულია. ძალიან კარგი სიძეები მყავს, მათ დიდ პატივს ვცემ და მეც რაღაც წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ ჩემს შვილებს კარგი ოჯახები აქვთ.

- როგორი ბაბუა ხართ?
- სამწუხაროდ, არც ახლა მაქვს დრო, შვილიშვილთან რომ გავატარო. ძალიან საყვარელია, წლი-ნახევრისაა, ახლა ყველაზე კარგ ასაკშია... სამწუხაროდ, დღე და ღამე სამსახურში ვარ, ხანდახან იმ დროს მივუსწრებ ხოლმე, როდესაც იძინებს და დაძინებაში ხომ არ შევუშლი ხელს... რაც შეეხება ბავშვის ჯანსაღ კვებას და სხვა ყველაფერს, ძალიან კარგად აკონტროლებს ჩემი მძახალი!
საუბრის დასასრულს გეტყვით, რომ არც ჩემს შვილებს და არც ჩემს შვილიშვილს არც ერთი აცრა არ აქვთ გამოტოვებული, რაც საქართველოში ტარდებოდა. ყოველთვის იცრებოდნენ იმ უფასო ვაქცინებით, რაც სახელმწიფოს მიერ იყო შემოტანილი.
მანანა გაბრიჭიძე
61333
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
Nina
1
daujeret am ckvian kacs, gauketet bavshvebs acrebi, nu caagdebt mat janmrtelobas safrtgisqvesh
01:59 / 03-04-2018
მანანა
1
მეც ვუერთდები პოზიტიურ კომენტარებს, რომელიც ამ ადამიანმა დაიმსახურა. ხალხის პატივისცემა დაუმსახურებლად არ მოდის. დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი გოგონებიც მამასავით კარგი ადამიანები არიან.
17:07 / 09-03-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?