იგი არაჩვეულებრივი, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა, რომელიც მზად არის პატარას დედის მაგივრობაც კი გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში... როგორ ხვდებიან მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ცნობას მოსალოდნელი მამობის შესახებ და ზოგადად, ვინ როგორი მამა შეიძლება იყოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით...
ვერძი – მამაკაცი ვერძი ბუნებით თავადაც უზომოდ ბავშვური და ინფანტილურია, ამიტომ შვილის შეძენა მისთვის ყოველთვის საამაყო და სასიამოვნო მოვლენაა. რა ასაკშიც არ უნდა იყოს და მერამდენეჯერაც არ უნდა გახდეს მამა, ვერძი კაცი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეგებება ახალი ადამიანის შემოსვლას მის ცხოვრებაში. სამომავლოდ კი ცდილობს შვილისთვის მეგობარი უფრო იყოს, ვიდრე ტიპური მამა, მენტორული ტონითა და ჭკუის დარიგებებით.
კურო – კუროების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ძალიან ნეგატიურად ხვდება საკუთარ ცხოვრებაში ნებისმიერი სახის დაუგეგმავ ამბავს და სიახლეს. მით უმეტეს, თუკი საქმე შვილის დაბადებას ეხება, კურო მომავალი პატარას სახით პირველ რიგში, სოლიდურ თანხას წარმოიდგენს, რომელიც მის შვილს კოლეჯის, უნივერსიტეტის და დოქტორანტურის დასამთავრებლად დასჭირდება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კუროს მემკვიდრის დაბადება არ ახარებს, უბრალოდ, მას ურჩევნია, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ამ მნიშვნელოვან ფაქტსაც შესაბამისად მომზადებული შეხვდეს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად.
ტყუპი – ტყუპი კაცების უმრავლესობა, შვილის დაბადების საკითხს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ცხოვრებისეულ მოვლენას, გარკვეული სიმსუბუქითა და ოპტიმიზმით ხვდება. ტყუპისთვის შვილი მორიგი საინტერესო თავგადასავალია ცხოვრებაში, რომელიც მას ახლებური შემეცნების გზის გავლას ჰპირდება. თუმცაღა, როცა საქმე პასუხისმგებლობას ეხება ბავშვთან მიმართებაში (მაგ., მისი მოვლა-პატრონობა, კვება, სეირნობა და ა.შ.), მამა ტყუპი საქმეების მომიზეზებას არჩევს და დიდსულოვნად უთმობს ასპარეზს ბავშვის დედას.
კირჩხიბი – კირჩხიბი მამაკაცები, ბუნებით მზრუნველი და მეოჯახე ტიპაჟები არიან. კირჩხიბისთვის ოჯახის ფენომენი ამქვეყნად წმინდათა წმინდა რამაა. ამიტომ მშობლის სტატუსი, მისთვის ერთბაშად სასიხარულო და უზომოდ საპასუხისმგებლო მოვალეობაა. იგი არაჩვეულებრივი, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა, რომელიც მზად არის პატარას დედის მაგივრობაც კი გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში.
ლომი – მამაკაცი ლომების დიდ ნაწილს, ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ შვილების ყოლაზე, ზოგადად შვილიერებაზე აგებს პასუხს, ამიტომ ლომს ცნობა იმის შესახებ, რომ მალე მამა უნდა გახდეს, სიამაყითა და სასიამოვნო მოლოდინით ავსებს. მომავალში იგი შეეცდება შვილისთვის ავტორიტეტად ჩამოაყალიბოს საკუთარი პერსონა. მართალია, პატარას ზედმეტი მოფერებით და მოვლა-პატრონობით არ გაანებივრებს, მაგრამ შვილებს იგი მაინც ძალიან ეყვარებათ. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ სხვა ნიშნები