მამიკომ წერილი, ბუნებრივია, ფეისბუქით გაასაჯაროვა facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს და მის მეუღლე პრისცილა ჩანს ცოტა ხნის წინ მეორე ქალიშვილი შეეძინათ. აგვისტოში დაბადებულ პატარას წყვილმა ამავე თვის სახელი, აუგუსტი დაარქვა. კრეატიულმა მამიკომ მეორე შვილს წერილი მისწერა, რომელიც, ბუნებრივია, ფეისბუქით გაასაჯაროვა. აი, რას წერს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მამა ქალიშვილს:
"შენ უნდა გაიზარდო ისეთ სამყაროში, სადაც იქნება უკეთესი განათლება, ნაკლები ავადმყოფობა, სადაც იქნებიან უფრო ძლიერი მოქალაქეები და სადაც იქნება უფრო მეტი თანასწორობა. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებით თქვენმა თაობამ უნდა იცხოვროს ბევრად უკეთ, ვიდრე ჩვენმა თაობამ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ ყველაფერში ხელი შეგიწყოთ.
თქვენ ძალიან დაკავებული თაობა იქნებით, ამიტომ ვიმედოვნებ ისე მოიხმართ ბავშვობის წლებს, რომ ყველა ყვავილის სუნი შეიგრძნოთ. ვიმედოვნებ, რომ ბევრჯერ წაიკითხავთ საყვარელი დოქტორ სუსის წიგნებს, დაიკოსთან ერთად კარუსელზე მანამ იტრიალებ, სანამ ყველა ფერის ცხენს ხელით არ შეეხები. იმდენ წრეს დაარტყამთ ჩვენს სასტუმრო ოთახს და ეზოს, რამდენსაც ინებებთ. და მაშინ ვიფიქრებ, რომ ბევრს იღებთ სამყაროსგან. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მგრძნობიარე ხარ და იმედი მაქვს, რომ შენს ოცნებებშიც შეგიძლია იგრძნო, რამდენად გვიყვარხართ.
ბავშვობა ჯადოსნურია. შენ მხოლოდ ერთხელ ხდები ბავშვი, ამიტომ ნუ დახარჯავ მას მშფოთვარე მომავალზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სამყარო შენთვის და ყველა ბავშვისთვის იყოს უკეთესი".
ავგუსტ, ისე გვიყვარხარ და ისეთი გახარებულები ვართ შენი მოვლინებით, რომ ამ ჯადოსნურ თავაგდასავალში შენთან ერთად მივემართებით. გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს, იმედს, რომელსაც ჩვენ შენ გჩუქნით.
სიყვარულით დედიკო და მამიკო