უმამოდ გაზრდილ ბავშვებს შორის 20-ჯერ მეტია ციხეში მოხვედრის რისკი მამის როლზე შვილის აღზრდაში არაერთხელ გვისაუბრია – მამის ჩარევას ბიჭის აღზრდაში და მამის გავლენას ქალიშვილის აღზრდაზე, არაერთი სტატია მივუძღვენით და კიდევ დავუთმობთ ამას დიდ დროს. თუმცა საინტერესოა, საშუალოდ რა დროს ატარებენ მამები შვილებთან? მართალია თუ არა, რომ ბავშვის დაბადებისთანავე მამებს "მამის პროგრამა" ერთვებათ და რას იწვევს ეს? ამ ინფოგრაფიკაში მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული სტატისტიკები და სამეცნიერო კვლევების შედეგებია თავმოყრილი.
ოჯახში მამის როლზე შეგიძლიათ, ეს ძალიან შთამბეჭდავი ვიდეო ნახოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: 10 რამ, რაც ქალიშვილის დაბადების შემდეგ აღმოვაჩინე