ოთხი შვილით ხელში დაქვრივებული კაცის ბედით უამრავი ადამიანი დაინტერესდა ამერიკაში, ფენიქსის ჰოსპიტალში 36 წლის ერიკა მორალესის მშობიარობა ტრაგიკულად დასრულდა – ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გადარჩა მისი ოთხივე ტყუპი – სამი გოგონა და ერთი ვაჟი, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ – ორსულობის მეშვიდე თვეში, და ჯერჯერობით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მშობიარობის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ქალის სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა ვერაფერი მოახერხეს.
ერიკას ქმარი კარლოს მორალესი ოთხი შვილით ხელში დაქვრივდა. მისი ბედით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, სპეციალური საიტი შეიქმნა და უკვე 29 ათას დოლარზე მეტი შეაგროვეს კარლოსის დასახმარებლად, რომელსაც მარტოს მოუწევს შვილებზე ზრუნვა, ერიკას დედასთან – სანდრასთან ერთად.